пятница, 28 марта 2014 г.

სოკოს ჩაქაფული


ინგრედიენტები:
2 კგ კალმახა სოკო
5 კონა ტარხუნა
2 კონა ქინძი
2 კონა  ოხრახუში
3 კონა  მწვანე ხახვი
ზეთი სასურველია ზეითუნის
1 ჭიქა თეთრი ღვინო
4 ჭიქა გადადუღებული წყალი
1 ქილა ( 0.5კგ) მწვანე ტყემალი თავისი წვენით
მარილი წიწაკა წითელი, წიწაკა შავი

მომზადების წესი
კარგად გავრეხცოთ სოკო, დავაწდოთ და ჩავშუშოთ კარგად  ქვაბში ზეთთან ერთად.
ავიღოთ სხვა ქვაბი ფენა - ფენა მოვაყაროთ წინასწარ დაჭრილი მწვანილი, შემდეგ სოკო, ტყემალი 6-8 ცალი მარილი, წიწაკა ისევ გავიმეროოთ მწვანილი, სოკო და ა.შ. ბოლოს დავასხათ ღვინო და წყალი  და ტყემლის წვენი დაახლოებით ნახევარი ჭიქა. დავდგათ დაბალ ცეცხლზე 25- 30 წუთით თავდახურული. მორევა არ ჭირდება.