воскресенье, 1 июня 2014 г.

ყაურმა

ინგრედიენტები:

  1. საქონლის გულ-ღვიძლი - 1კგ.
  2. ხახვი 0.5 კგ.
  3. თეთრი ღვინო  - 200 მლგ.
  4. კარაქი - 100 გრამი
  5. ზეთი - 50 მლგ.
  6. ხმელი სუნელი: ქონდარი, ქინძი, ხარჩოს სუნელი წითელი წიწაკა 
  7. ნედლი მწვანილი: ქინძი რეჰანი, ნიორი 5 კბილი
  8. მარილი გადადუღებული წყალი  400 მლგ.
მომზადების წესი:
  • გავრეცხოთ კაგად გულ-ღვიძლი, დავასხათ წყალი 2 ლიტრი, წამოვადუღოთ მოვხადოთ ჭუჭყი, გადავღვაროთ წყალი, კარგად გავრეცხოთ, დავბრუნოთ ქვაბში, დავასხათ ისევ 2 ლიტრი წყალი, დავაბრუნოთ ცეცხლზე და მოვხარშოთ კარგად. მოხარშული გულ-ღვიძლი დავჭრათ კუბიკებად.
  • ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, ფართო ტაფაზე დავასხათ ზეთი დავაყაროთ ხახვი მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე, ფერს როცა შეიცვლის  დავამატოთ დაჭრილი გულღვიძლი ორ წუთში დავამატოთ კარაქი დავახუროთ თავსახური 5 - 7 წუთი ვშუშოთ საშაულო ცეცხლეზე, დავასხათ ღვინო დავაცადოთ კიდე 10 წუთი.
  • მოვამზადოთ ”მასალა” - (ავიღოთ ღრმა თასი და ჩავყაროთ ყველა ხმელი სუნელი  თითო სუფრის კოვზი დავამატოთ  ნიორი, წიწაკა  და  მარილი გემოვნებით, დავასხათ 400 მლგ. წყალი კარგად ავურიოთ და დავასხათ  გულ-ღვიძლს, 2-3 წუთის შემდეგ დავამატოთ წინასწარ დაჭრილი ნედლი მწვანილი შევამოწმოთ მარილი და წიწაკა და 3 წუთში მზადაა.