ხინკალს ვამზადებთ !!!!!
ინგრედიენტები:
ფარში:
500 გრ. ღორის ხორცი
500 გრ. საქონლის ხორცი
5 თავი ხახვი
2-3 კბილი ნიორი
ერთი კონა ქინძი
ერთი კონა პეტრუშკა
3 ჩ/კ ძირა
1ჩ/კ წითელი წიწაკა
1 ცალი მწვანე წიწაკა
მარილი გემოვნებით
ფარში უნდა გავათხელოთ გადადუღებული წყლით
ცომი:
2 კგ. ფქვილი
2 ცალი კვერცხი
2 ცალი კვერცხი
600 გრ. წყალი
მომზადების წესი:
გავტაროთ ხორცი ხორცსაკებ მანქანაში, ხახვი მწვანილი, პილპილი, ნიორი, ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ დავუმატოთ ძირა, მარილი გემოვნებით და კიდევ კარგად ავურიოთ, ფარში საკმაოდ გავათხელოთ წყლით.
ცომი - ფქვილი გავცრათ დავუმატოთ 2 ცალი კვერცხი, მარილი და წყალი მოვზილოდ საკმაოდ მაგარი ცომი ცივი წყლით. მოზელის შემდგეგ გავაჩერებთ 20 წუთი, კიდე გადავზელთ კიდე გავაჩერებთ 20 წუთი ამის შემდეგ გავაბრტყელებთ 2-3 სანტიმეტრის სისქეზე და სპეციალური ჭიქით ამოვჭრით 40 გრ. წრეები , მრგავლი წრეები გავაბრტყელოთ, ჩავდოთ 40 გრამ ფარში და მოვახვიოთ, მზადაა მოსახარშათ.
წყალში ჩავყაროთ ცოტა მარი როცა ადუღდება ჩავაწყოთ ფრთხილად მოხვეული ხინკლები, როცა ხინლკები ამოტივტივდება წყლის ზედაპირზე და გაიბერება ვადუოთ კიდე 5 წუთი და ამოვაწყოთ ფართო ლანგარზე ფრთხილად.
მოვაყაროთ შავ წიწაკა და მზადაა,
გემრიელად მიირთვით. !!!