среда, 8 апреля 2015 г.

პ ა ს კ ა (2016 წელი)


ინგრედიენტები:

ცომისათვის 

კვერცხი 10 (ცალი)
შაქარი 1200 გრ.
კარაქი 300გრ.
მარგარინი 200გრ.
არაჟანი 200 გრ.
ფქვილი 1500 გრ. 
რძე 500 მლ.

 აპორა

რძე 500 მლ.
დროჟი 8 ჩ/კ
ფქვილი 1000 გრ.
შაქარი  3 ჩ/კ
მარილი მწიკვი

 სუნელები


  მუსკატი, მიხაკი, დარიჩინი, ჯავზი, ილი, კარდამონი (გემოვნებით, სურვილისამებრ შეგიძლიათ რომელიმე ინგრედიენტი ამოაკლოთ ან რომელიმე დაუმატოთ) ჩემს პასკას ეს ყველა სუნელი აქვს და კიდევ აქვს ერთი ლიმნის ცედარა, ყველა ამ სუნელს გავცრით და ვუმატებთ ერთ ჩაის კივზ ძალიან ძვირფას კონიაკს ან ვისკის თუ არ გვაქვს მაღალი ხარისხის ჯობია საერთოდ არ გამოვიყენოთ.
            ქიშმიში  350 გრ.
             ცუკატები 200 გრ.

    მომზადების წესი:


       პასკის გამოცხობისთვის რამდენიმე დღით ადრე უნდა მოვემზადოთ, წინასწარ მოვიმარაგოთ ფორმები რაშიც უნდა გამოვაცხოთ, მომდევნო ბლოგში ფორმების ფოტოებსაც დავდებ. ერთი დღით ადრე გავარჩიოთ ქიშმიში, გავრეცხოთ და გავაშროთ.
           თუ ზუსტად ამ რეცეპტის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ გამოდის 5600 გრ, ცომი რაც საკმარისია 16 ცალი  350გრ. ფორმისათვის. 
           პირველ რიგში ვამზადებთ აპორას   რძეს გავათბობთ, დავამატებთ დროჟს, ფქვილს (1000გრ), შაქარს და მარილს დავახურავთ ცელოფანს დავდგავთ თბილ ადგილას. ასაფუებლად დაჭირდება 15 - 20 წუთი.
                შემდეგ  კვერცხის გულებისაგან და  ნახევარი შაქრისაგან მოვამზადოთ გოგლი მოგლი, დავუმატოთ არაჟანი. რძე გავათბოთ დავუმატოთ მეორე ნახევარი შაქარი, გავადნოთ კარაქი, გავაგრილოთ დავუმათოთ შაქრიან რძეს, შევურიოთ წინასწარ გამზადებული სუნელები და ცედრა,  ქიშმიში  არა.
                  
                   ფქვილი (1500 გრ.) მოვათავსოთ მოსაზელ თასში დავასხათ აფუებული აპორა და დავიწყოთ ზელა, დავამატოთ გოგლი მოგლი ნელ ნელა არ ვამატებთ ფქვილს. როგრი ცომიც მოიზილება მოვაგუნდაოთ { ცომი ეკრობა ხელას და გავს ხაჭაპურის ცომს, არ შეგვეშინდეს}  დავაფაროთ ცელოფანი, სამზარეულოს ტილო, თბილი პლედი და დავდგათ თბილ ადგილას, ასაფუებლად დაჭირდება 1 სთ. და 30 წთ. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ გადავზილოთ და ფრთხილად შევაზილოთ წინასწა და წინასწარ გამდნარი (მარგარინი + ზეთი), ქიშმიში, მოვაგუნდაოთ ისევ და გავაჩეროთ იგივე პირობებში 1 სთ. დროის გასვლის შემდეგ ამოვაგუნდაოთ პატარა გუნდები ზეითუნის ზეთში დავისველოთ ხელი და ლამაზი გუნდები გამოვა  ასე მოვათავსოთ საცხობ ფორმებში ისე რომ დაიფაროს ფორმის 1/3 ნაწილი, გაროხის ფორმებში კარგი იქნება თუ მოვათავსებთ 350 გრ. ჩავრთოთ ღუმელი გასახურებლად, დაველოდოთ  30 - 40 წუთი ცომი ისევ ამოფუვდება და სურვილისამებრ გადავუსვათ კვერხის გული ან არ გადავუსვათ და შემდეგ თეთრი მინანქრით მოვრთოთ. ამასობაში ღუმელიც გახურდება ვაწყობთ პირველ პოზიციაზე, 150  გრადუსზე 30 წუთი და შემდეგ ავუწიოთ 180 გრადუსზე  ვაცხობთ 30 წუთი.   3 წუთი ჩავურთოთ კონვექცია, პასკა მზადაა 


______________


მე გამომივიდა  16 პასკა ?  10 - 350 გრამიან ქაღალდის ფორმაში 6 გაროხის ყუთში!!!