вторник, 11 апреля 2017 г.

ბანოფი

ინგრედიენტები:
ბისკვიტისთვის:
ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") დაფხვნილი, 2,25 ჭიქა
დარბილებული კარაქი 110 გ
შაქარი 3 ს/კ
კრემისთვის:
გამდნარი კარაქი 110 გ
ყავისფერი შაქარი 1/2 ჭიქა
ვანილი 2 ჩ/კ
შედედებული რძე 300 მლ
მეორე კრემისთვის:
ათქვეფილი ნაღები 2 ჭიქა
შაქრის პუდრა 3 ს/კ
ვანილი 1 ჩ/კ
ბანანი 4 ცალი
ტაბულა
მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე.
ბისკვიტის ყველა ინგრედიენტი აურიეთ კარგად ერთმანეთში, ჩატკეპნეთ მრგვალ გამოსაცხობ ფორმაში და აცხვეთ 8-10 წუთის განმავლობაში. მთლიანად გააცივეთ.
კარაქი გაადნეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ შაქარი და ვანილი, შემდეგ კი შესქელებული რძე და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში.
გადმოიღეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ და დაასხით გაციებულ ბისკვიტზე. შედგით მაცივარში 2 საათით.
ახლა მიქსერით ათქვიფეთ ნაღები შაქრის პუდრასთან და 1 ჩაის კოვზ ვანილთან ერთად.
დაჭერით თხლად ბანანი, ჩაყარეთ ათქვეფილ ნაღებში და კოვზით აურიეთ. გაანაწილეთ ნაღების კრემი ბისკვიტზე და კვლავ შედგით მაცივარში დაახლოებით 1 საათით. ბოლოს მორთეთ გახეხილი შოკოლადით.

ტეგები : ბისკვიტი ნაღები ტორტი
დესერტები / ტორტი / ტორტი "ბანოფი", რომელიც პირში დნებ

ზამთარი 2016 - 2017

აპრილი 2016 წელი
ეკალა
მაისი 2016
მარწყვი
2 სექტემბერი 2016 წელი
მალინა 2 კგ გაყინვა (1 კგ 7 ლარი)
შინდი მურაბა
შინდი კომპოტი
შინდი კონფიტური
ქლიავი ჩირი - 3.5   კგ. - 1.2ლ.
2 ოქტომბერი 2016წელი
კიტრის მწნილი  -  კგ.
პომიდვრის მწნილი -კგ.
მწვანე წიწაკა ზეთში - კგ.
ბულგარული წიწაკა წითელი 2 კგ. -  კგ
ბულგარული წიწაკა მწვანე 2 კგ - კგ.
(გაყინვა)
მალინის მურაბა 1.5 კგ - კგ.

სალათი ვიტამინი


ინგრედიენტები

წითელი ბულგარული წიწაკა 2 ცალი
მწვანე ბულგარული 2 ცალი

წითელი კომბოსტო პატარა თავი ნახევარი
თეთრი კომბოსტო  პატარა თავი ნახევარი
სტაფილო სამი ცალი საშუალო
წითელი ხახვი ერთი ცალი
ზეითუნის ზეთი
ლიმონი ერთი ცალი
მარილი წიწაკა
(ძმარი სურვილისამებრ) 


მომზადების წესი


         წიწაკას მოვაცალოთ ყუნწები, გავჭრათ შუაზე გამოვაცალოთ თესლები  გავრეცხოთ და გავაშროთ კარგად.
         დავჭრათ მწვანილები წვრილად, შევურიოთ დაფხვნილი ასპირინი, და აქვე გავატაროთ ან წვრილად დავჭრათ ნიორი.    
         ზეთი, ძმარი, მარილი შაქარი, წიწაკის კეკელები მოვათავსოთ დიდ ქვაბში წამოვადუღოთ, ჩავაწყოთ ნაწილ ნაწილ ბულგარული წიწაკები და მოვშუშოთ 3-5 წუთი, ოდნავ რო შერბილდება ამოვაწყოთ თუშფალანზე.        წინასწარ მომზადებულ ქილებში ჯერ ჩავყაროთ წინასწარ დაჭრილი მწვანილი და ნიორი დავაწყოთ წიწაკები ისევ მწვანილი და ნიორი და ასე გავიმეოროთ ისე რომ სამჯერ მოგვიწიოს მწვანილის და ნიორი.

пятница, 24 марта 2017 г.

მოზაიკა


Beef Wellington

ინგრედიენტები:
•750 გრ. საქონლის სუკი
•400 გრ. სოკო 2 სახეობა (შამპინიონი/პორტობელო)
•ნიორი 1 კბილი
•ღვინო 1/3 ჭიქა
•1 ღერო ტიმიანი (ქონდარი)
•6 ნაჭერი ბეკონი
•1 ს/კ ინგლისური მდოგვი
•500 გრ. ფენოვანი ცომი
•2 კვერცხის გული
•ზეითუნის ზეთი
•მარილი
•შავი პილპილი
მომზადების წესი: მარილითა და პილპილით შეკმაზული სუკი დაბრაწეთ გახურებულ ტაფაზე 2 წუთის მანძილზე თითო მხრიდან, რომ გაგრილდება წაუსვით მდოგვი. დააქუცმაცეთ სოკო კომბაინში ნიორთან და ტიმიანთან ერთად, დაუმატეთ ღვინო, მარილი, პილპილი და მოთუშეთ ტაფაზე, სანამ სითხე ბოლომდე არ ამოშრება. საკვების პოლიეთილენის პარკზე დააწყვეთ ფენა-ფენად ბეკონი, ისე რომ ერთმანეთზე ნაჭრები ნახევრად გადადიოდეს, წაუსვით სოკოს მასა, ზევიდან დაადეთ სუკი. გადაახვიეთ მჭიდროდ რულეტივით და შეინახეთ მაცივარში 15 წუთით. გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი 3 მმ. მართკუთხედ ფორმაზე. საკვების პოლიეთილენის პარკზე გადაიტანეთ ცომი და შუაში მოათავსეთ ბეკონში გადახვეული სუკი, კიდეებზე წაუსვით კვერცხის გული, რომ ცომი კარგად შეიკრას და გადაახვიეთ მჭიდროდ რულეტივით. ისევ შედგით მაცივარში 15 წუთი, შემდეგ წაუსვით მთლიან ზედაპირზე კვერცხი, მოაყარეთ მარილი და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთის განმავლობაში. ღუმელიდან გამოღების შემდეგ დაასვენეთ 10 წუთი, სანამ დაჭრით. 
წითელი ღვინის სოუსი

ინგრედიენტები:
•3 ნაჭერი ბეკონი
•1 პატარა წითელი ხახვი
•1 კბილი ნიორი
•1 ც. დაფნის ფოთოლი
•ბაჰარის მარცვლები
•პილპილის მარცვლები
•1 ღერო როზმარინი
•3 ჭიქა წითელი ღვინო
•საქონლის ბულიონი
•მარილი გემოვნებით
•შაქარი გემოვნებით
მომზადების წესი: ბეკონი დაჭერით კუბებად და დაბრაწეთ გახურებულ ტაფაზე; ბეკონის ცხიმში მოშუშეთ ხახვი და ნიორი, დაუმატეთ დაფნა, ბაჰარის მარცვლები, შავი პილპილის მარცვლები, ერთი ღერო როზმარინი და დაასხით წითელი ღვინო. შესაძლებელია საქონლის ბულიონის დამატებაც. უნდა ხარშოთ ერთი მესამედის დაშრობამდე. დაუმატეთ მარილი და შაქარი გემოვნებით. ამის შემდეგ გადაწურეთ.
კარტოფილის გრატენი შებოლილი სულგუნით

ინგრედიენტები:
• 800 გრ. კარტოფილი
• 1 კბილი ნიორი
• 450 გრ. ნაღები
• 150 გრ. შებოლილი სულგუნი
• მარილი
მომზადების წესი: კარტოფილი გათალეთ და დაჭერით სლაისებად, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით ნაღები, დაუმატეთ ოდნავ მარილი და აადუღეთ თითქმის მოხარშვამდე. გამოსაცხობ ჭურჭელს წაუსვით ძირზე და გვერდებზე შუაზე გაჭრილი ნიორი, შემდეგ გადაიტანეთ ამ ჭურჭელში მოხარშული კარტოფილი თავისი სოუსით, მოაყარეთ გახეხილი შებოლილი სულგუნი, ისე რომ მთლიანად დაფაროს ზედაპირი და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, გამოაცხვეთ დაახლოებით 15 წუთი, ყველის დაბრაწვამდე. 
გამომცხვარი კომში თაფლით და ნიგვზით

ინგრედიენტები:
• 1 ც. კომში
• 1 ჩ/კ. ყავისფერი შაქარი
• 15 გრ. ნიგოზი
• 1 ს/კ. თაფლი
• 1 ბურთულა თეთრი ნაყინი
მომზადების წესი: კომში გაჭერით შუაზე და გაუსუფთავეთ კოვზით გულები, მოაყარეთ შაქარი და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე, კომშის დარბილებამდე. დაჭერით ნიგოზი უხეშად და მოათავსეთ კომშის შუაგულში, დაუმატეთ თითო ჩაის კოვზი თაფლი და ისევ შედგით ღუმელში რამდენიმე წუთით. გამომცხვარი კომში სუფრასთან მიიტანეთ თეთრი ნაყინის ბურთულასთან ერთად.

среда, 15 февраля 2017 г.

ქათმის სალათი

ქათმის სალათი

 ინგრედიენტები:
:
  • ქათმის ფილ 1 კგ.
  • ერთი დიდი გრეიფურტი ან ორი საშუალო ფორთოხალი.
  • შავი ქლიავის ჩირი 100 გრამი
  • წითელი ბულგარული წიწაკა 2 დიდი ცალი.
  • ნიგოზი დაჭრილი გრძლად 100 გრ.
  • რამდენიმე ცალი სალათის ფურცელი
  • თეთრი წიწაკა
  • მარილი
  • მაიონეზი 
          მომზადების წესი:

      მოვხარშოთ ფილე, გავწეწოთ. გავრეცხოთ ბულგარული და დავჭრათ ჩხირებად. დავჭრათ გრეიფურტი ან ფორთოხალი ისე რომ გავაცალოთ კანი დარჩეს მარტო რბილობი, ნიგოზი და ქლიავი დავჭრათ ჩხირებად ავურიოთ ყველა ინგრედიენ, დავუმატოთ მარილი, თეთრი წიწაკა გემოვნებით, თასში მოვაფინოთ სალათის ფურცლები მოვათავსოთ ზედ მომზადებული ქათმის სალათი, გასაფორმებლად ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ნიგოზი 1 სუფრი კოვზი


        გემრიელად მიირთვით :)