вторник, 11 апреля 2017 г.

ბანოფი

ინგრედიენტები:
ბისკვიტისთვის:
ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") დაფხვნილი, 2,25 ჭიქა
დარბილებული კარაქი 110 გ
შაქარი 3 ს/კ
კრემისთვის:
გამდნარი კარაქი 110 გ
ყავისფერი შაქარი 1/2 ჭიქა
ვანილი 2 ჩ/კ
შედედებული რძე 300 მლ
მეორე კრემისთვის:
ათქვეფილი ნაღები 2 ჭიქა
შაქრის პუდრა 3 ს/კ
ვანილი 1 ჩ/კ
ბანანი 4 ცალი
ტაბულა
მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე.
ბისკვიტის ყველა ინგრედიენტი აურიეთ კარგად ერთმანეთში, ჩატკეპნეთ მრგვალ გამოსაცხობ ფორმაში და აცხვეთ 8-10 წუთის განმავლობაში. მთლიანად გააცივეთ.
კარაქი გაადნეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ შაქარი და ვანილი, შემდეგ კი შესქელებული რძე და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში.
გადმოიღეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ და დაასხით გაციებულ ბისკვიტზე. შედგით მაცივარში 2 საათით.
ახლა მიქსერით ათქვიფეთ ნაღები შაქრის პუდრასთან და 1 ჩაის კოვზ ვანილთან ერთად.
დაჭერით თხლად ბანანი, ჩაყარეთ ათქვეფილ ნაღებში და კოვზით აურიეთ. გაანაწილეთ ნაღების კრემი ბისკვიტზე და კვლავ შედგით მაცივარში დაახლოებით 1 საათით. ბოლოს მორთეთ გახეხილი შოკოლადით.

ტეგები : ბისკვიტი ნაღები ტორტი
დესერტები / ტორტი / ტორტი "ბანოფი", რომელიც პირში დნებ

ზამთარი 2016 - 2017

აპრილი 2016 წელი
ეკალა
მაისი 2016
მარწყვი
2 სექტემბერი 2016 წელი
მალინა 2 კგ გაყინვა (1 კგ 7 ლარი)
შინდი მურაბა
შინდი კომპოტი
შინდი კონფიტური
ქლიავი ჩირი - 3.5   კგ. - 1.2ლ.
2 ოქტომბერი 2016წელი
კიტრის მწნილი  -  კგ.
პომიდვრის მწნილი -კგ.
მწვანე წიწაკა ზეთში - კგ.
ბულგარული წიწაკა წითელი 2 კგ. -  კგ
ბულგარული წიწაკა მწვანე 2 კგ - კგ.
(გაყინვა)
მალინის მურაბა 1.5 კგ - კგ.

სალათი ვიტამინი


ინგრედიენტები

წითელი ბულგარული წიწაკა 2 ცალი
მწვანე ბულგარული 2 ცალი

წითელი კომბოსტო პატარა თავი ნახევარი
თეთრი კომბოსტო  პატარა თავი ნახევარი
სტაფილო სამი ცალი საშუალო
წითელი ხახვი ერთი ცალი
ზეითუნის ზეთი
ლიმონი ერთი ცალი
მარილი წიწაკა
(ძმარი სურვილისამებრ) 


მომზადების წესი


         წიწაკას მოვაცალოთ ყუნწები, გავჭრათ შუაზე გამოვაცალოთ თესლები  გავრეცხოთ და გავაშროთ კარგად.
         დავჭრათ მწვანილები წვრილად, შევურიოთ დაფხვნილი ასპირინი, და აქვე გავატაროთ ან წვრილად დავჭრათ ნიორი.    
         ზეთი, ძმარი, მარილი შაქარი, წიწაკის კეკელები მოვათავსოთ დიდ ქვაბში წამოვადუღოთ, ჩავაწყოთ ნაწილ ნაწილ ბულგარული წიწაკები და მოვშუშოთ 3-5 წუთი, ოდნავ რო შერბილდება ამოვაწყოთ თუშფალანზე.        წინასწარ მომზადებულ ქილებში ჯერ ჩავყაროთ წინასწარ დაჭრილი მწვანილი და ნიორი დავაწყოთ წიწაკები ისევ მწვანილი და ნიორი და ასე გავიმეოროთ ისე რომ სამჯერ მოგვიწიოს მწვანილის და ნიორი.