воскресенье, 1 июня 2014 г.

ყაურმა

ინგრედიენტები:

  1. საქონლის გულ-ღვიძლი - 1კგ.
  2. ხახვი 0.5 კგ.
  3. თეთრი ღვინო  - 200 მლგ.
  4. კარაქი - 100 გრამი
  5. ზეთი - 50 მლგ.
  6. ხმელი სუნელი: ქონდარი, ქინძი, ხარჩოს სუნელი წითელი წიწაკა 
  7. ნედლი მწვანილი: ქინძი რეჰანი, ნიორი 5 კბილი
  8. მარილი გადადუღებული წყალი  400 მლგ.
მომზადების წესი:
  • გავრეცხოთ კაგად გულ-ღვიძლი, დავასხათ წყალი 2 ლიტრი, წამოვადუღოთ მოვხადოთ ჭუჭყი, გადავღვაროთ წყალი, კარგად გავრეცხოთ, დავბრუნოთ ქვაბში, დავასხათ ისევ 2 ლიტრი წყალი, დავაბრუნოთ ცეცხლზე და მოვხარშოთ კარგად. მოხარშული გულ-ღვიძლი დავჭრათ კუბიკებად.
  • ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, ფართო ტაფაზე დავასხათ ზეთი დავაყაროთ ხახვი მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე, ფერს როცა შეიცვლის  დავამატოთ დაჭრილი გულღვიძლი ორ წუთში დავამატოთ კარაქი დავახუროთ თავსახური 5 - 7 წუთი ვშუშოთ საშაულო ცეცხლეზე, დავასხათ ღვინო დავაცადოთ კიდე 10 წუთი.
  • მოვამზადოთ ”მასალა” - (ავიღოთ ღრმა თასი და ჩავყაროთ ყველა ხმელი სუნელი  თითო სუფრის კოვზი დავამატოთ  ნიორი, წიწაკა  და  მარილი გემოვნებით, დავასხათ 400 მლგ. წყალი კარგად ავურიოთ და დავასხათ  გულ-ღვიძლს, 2-3 წუთის შემდეგ დავამატოთ წინასწარ დაჭრილი ნედლი მწვანილი შევამოწმოთ მარილი და წიწაკა და 3 წუთში მზადაა. 



пятница, 28 марта 2014 г.

სოკოს ჩაქაფული


ინგრედიენტები:
2 კგ კალმახა სოკო
5 კონა ტარხუნა
2 კონა ქინძი
2 კონა  ოხრახუში
3 კონა  მწვანე ხახვი
ზეთი სასურველია ზეითუნის
1 ჭიქა თეთრი ღვინო
4 ჭიქა გადადუღებული წყალი
1 ქილა ( 0.5კგ) მწვანე ტყემალი თავისი წვენით
მარილი წიწაკა წითელი, წიწაკა შავი

მომზადების წესი
კარგად გავრეხცოთ სოკო, დავაწდოთ და ჩავშუშოთ კარგად  ქვაბში ზეთთან ერთად.
ავიღოთ სხვა ქვაბი ფენა - ფენა მოვაყაროთ წინასწარ დაჭრილი მწვანილი, შემდეგ სოკო, ტყემალი 6-8 ცალი მარილი, წიწაკა ისევ გავიმეროოთ მწვანილი, სოკო და ა.შ. ბოლოს დავასხათ ღვინო და წყალი  და ტყემლის წვენი დაახლოებით ნახევარი ჭიქა. დავდგათ დაბალ ცეცხლზე 25- 30 წუთით თავდახურული. მორევა არ ჭირდება.


воскресенье, 2 февраля 2014 г.

პეპის ფაი



ინგრედიენტები

  1. უკფა 2 ცალი
  2. ყაბაყი 4 საშუალო ცალი
  3. სტაფილო 2 საშუალო ცალი
  4. სოკო 500 გრ.
  5. ბულგარული წიწაკა 2ცალი წითელი 2 ცალი მწვანე,
  6. ხახვი 4 საშუალო ცალი
  7. ყველი 200 გრ.
  8. არაჟანი 5 სუფრის კოვზი
  9. ორეგანო, წითელი წიწაკა, მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
ბოსტნეული დავჭრათ კუბიკებად და მოვშუშოთ, გავანზადთ ბოსტნეულის ფაში. წინაწარ მოვამზადოთ ჭურშელი რაშიც გამოვაცხობთ, მე 5 პორციისთვის დამჭირდა ეს მასალა, მომზადებით მოვამზადე ფოლგის ერთჯერად ფირფიტებში. შეგვიძლია ერთ დიდ ჟარონაზე გამოვაცხოთ სურვილისამებრ.  წავუსვათ ცოტა ცხიმი ჯარონას დავაფინოთ ორი ფენა უკფა დავაყაროთ ბოსტნეულის ფაში დავაფაროთ კიდე ერთი ფენა დავაყაოთ უფრო ცოტა ბოსტნეული, დავაყაროთ ყველი და  არაჟანი დავაფაროთ ისევ ორი ფენა უკფა ამოვუკეცოთ გვერდები კარგად ცოტა ცხიმი წავუსვათ და ცოტა წყალი. კარგად რომ დაიბრაწოს. შევფუთოთ  ფოლგით. გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ჰაერღუმელში, მეორე პიზიციაზე 200 გრადუსზე 15 წუთით გადავხადოთ ზემოდან ფოგა და 3 წუთი გადავბრაწოთ.

воскресенье, 19 января 2014 г.

მოხარშული კრემი



12
მოხარშული კრემის გემრიელობაზე უკვე საუკუნეებია ლეგენდები დადის. მას უამრავი დიასახლისი სხვადასხვა ინტერპრეტაციით ამზადებს, დღეს კი ჩვენ ძალიან არომატულ და უგემრიელეს მოხარშულ კრემს გთავაზობთ, ყავით. მას მარტივად გამოიყენებთ სხვადასხვა სახის ნამცხვრებში, ტორტებში,  შეგიძლიათ მიირთვათ ხრამუნა ორიცხობილებთანაც. მაშ ასე.
ინგრედინტები:
  • 4 კვერცხის გული
  • ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი (200 გრამიანი)
  • 4 ჩ.კ. ხსნადი ყავა წმინდად დაფქული
  • 1 ჩ.ჭ.წყალი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ რძით – ასე უფრო ნოყიერი გამოდის)
  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • 3 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 300 გრ. კარაქი
მომზადების წესი:
კვერცხის გულებისგან და შაქრისგან გააკეთეთ კარგი გოგლი-მოგლი. დაუმატეთ ყავა, წყალი და განაგრძეთ მიქსერით მორევა.
ნელ-ნელა ჩაასხით შესქელებული რძე და აქციეთ ერთიან მასად.
ბოლოს ჩაამატეთ ფქვილი და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ,
სულ ურიეთ რომ არ მიიკრას ძირზე. წამოდუღების შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. ამასობაში დარბილებული კარაქი კარგად ამოიყვანეთ მიქსერით.
მოხარშული მასა რომ გაგრილდება შეათქვიფეთ ამოყვანილი კარაქი კოვზ-კოვზ, ძალიან ნელა.
როდესაც ყველა ინგრედიენტს ერთგვაროვან მასად გახდით პროცესი დასრულებულია. კრემი გააგრილეთ და სასურველი ბისკვიტი დაკრემეთ.

понедельник, 6 января 2014 г.

შუ

ინგრედიენტები:

  • მოხარშული ცომი 

4 ცალი კვერცხი
250 მლგ წყალი
100 გრ კარაქი
200 გრ ფქვილი
მწიკვი მარილი

  • კრემი

 ნებისმიერი უხდება როგორიც გსურთ, მოგვიანებით შემოგთავაზებთ  კრემის სხვადასხვა ნაირსახეობებს

მომზადების წესი:
სქელძირიან ქვაბში გავადნოთ კარაქი წყალთან ერთად  დავუმატოთ მწიკვი მარილი კარგად რომ გადნება ცეცხლზევე ისე რომ ქვაბს არ გადმოვდგამთ შევაზილოთ ფქვილი ცომს მივიღებთ ნაზს და ფაფუკს, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ეგრევე ცხლად შევაზილოთ 4 ცალი კვერცხი, თავიდან მარტივია მაგრამ მესამე კვერცხის შემდეგ რთულდება შეგვიძლია გამოვიყენოთ მიქსერი,  ცომი უნდა მივიღოთ ელასტიური ეკრობა ქვაბის კედლებს, გადმოვიტანოთ კოვზით (ან მე ვიყენებ ნაყინის ამოსაღებს,) და დავალაგოთ საცახობ ქაღალდზე. გამოვაცხოთ 25 წუთი 200 გრადუსზე (პირველ პოზიციაზე მოვათავსოთ  საცხობი ფირფიტა.)

საშობაო ღვეზელი

ინგრედიენტები:
1 კგ.ფქვილი
500 გრ.ყველი
6 ცალი კვერცხი
20 გრ. კარაქი
2 ჩ/კ ზეთი
1 ჩ/კ შაქარი
1 ჩ/კ მარილი
3 ჩ/კ საფუარი
100 გრ წყალი ან რძე
300 გრ თბილი წყალი
ჩ/კ რძე

 მომზადების წესი:

  • გავცრათ ფქვილი, წინასწარ დავაყენოთ  პატარა ჭურჭელში  ჩავყაროთ დროჟი, შაქარი, მარილი წყალი ან რძე დავაცადოთ ამოფუება. ფქვილს ჩავახეხოთ კარაქი კარგად ავურიოთ, ამოვაღრმავოთ  ჩავასხათ ამოფუებული საფუარი,  დავამატოთ ზეთი და მოვზილოთ თბილი წყლით ფაფუკი ცომი, (ცომი ამოვა 20 - 25 წუთში) გადავზილით ერთხელ და დავაცადოთ კიდევ ამოფუვდეს.
  • გავხეხოთ ყველი დავუმატოთ 1 ცალი კვერცხის ცილა
  • მოვხარშოთ 5 ცალი კვერცი, (კვერცხი მოვხარშოთ 7 წუთი) გავფრცქვნათ და დავჭრათ რგოლებად,
  • 1 ცალი კვერცხის გული ავთქვიფოთ 4 ჩ/კ რძესთან ერთათად

გავაყოთ ცომი 5 ტოლ ნაწილად, გვაკეთოთ რულონის მსგავსი რგოლები, გაბაბრტყელოთ რიგ-რიგობით  გავაყარით ჯერ ყველი შემდეგ ოვაწყოთ დაჭრილი კვერცხი, შევუკრათ პირი, გადმოვაბრუნოთ და მივცეთ ფორმა, სასურველია ნახევარმთვარისებური ან რკალისებური. გადავუსვათ ზემოდან კვერხცის გული, მოვაყარით ცოტა ყველი, და გამოვაცხოთ ღუმელში 12 წუთი 220 გრადუსზე.