მოხარშული კრემის გემრიელობაზე უკვე საუკუნეებია ლეგენდები დადის. მას უამრავი დიასახლისი სხვადასხვა ინტერპრეტაციით ამზადებს, დღეს კი ჩვენ ძალიან არომატულ და უგემრიელეს მოხარშულ კრემს გთავაზობთ, ყავით. მას მარტივად გამოიყენებთ სხვადასხვა სახის ნამცხვრებში, ტორტებში, შეგიძლიათ მიირთვათ ხრამუნა ორიცხობილებთანაც. მაშ ასე.
ინგრედინტები:
- 4 კვერცხის გული
- ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი (200 გრამიანი)
- 4 ჩ.კ. ხსნადი ყავა წმინდად დაფქული
- 1 ჩ.ჭ.წყალი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ რძით – ასე უფრო ნოყიერი გამოდის)
- 1 ქილა შესქელებული რძე
- 3 სუფრის კოვზი ფქვილი
- 300 გრ. კარაქი
მომზადების წესი:
კვერცხის გულებისგან და შაქრისგან გააკეთეთ კარგი გოგლი-მოგლი. დაუმატეთ ყავა, წყალი და განაგრძეთ მიქსერით მორევა.
ნელ-ნელა ჩაასხით შესქელებული რძე და აქციეთ ერთიან მასად.
ბოლოს ჩაამატეთ ფქვილი და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ,
სულ ურიეთ რომ არ მიიკრას ძირზე. წამოდუღების შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. ამასობაში დარბილებული კარაქი კარგად ამოიყვანეთ მიქსერით.
მოხარშული მასა რომ გაგრილდება შეათქვიფეთ ამოყვანილი კარაქი კოვზ-კოვზ, ძალიან ნელა.
როდესაც ყველა ინგრედიენტს ერთგვაროვან მასად გახდით პროცესი დასრულებულია. კრემი გააგრილეთ და სასურველი ბისკვიტი დაკრემეთ.

12