ინგრედიენტები
- ბადრიჯანი - 3 ცალი
- ბულგარული – 6 ცალი
- პომიდორი– 4 ცალი
- ყაბაყი – 1 ცალი
- სტაფილო – 2 ცალი
- ხახვი - 2 ცალი
- ზეითუნის ზეთი – 20 გრამი
- ნიორი – გემოვნებით
- მარილი – გემოვნებით
- პილპილი – გემოვნებით
- ქინძი
- შაშკვლავი
- რეჰანი
მომზადების წესი
მოვამზადოთ სოუსი: ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად მოვათავსოთ თასში დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ. შემდეგ 2 ცალი პიმიდორი მოვათავსოთ თასში და დავასხათ მდუღარე წყალი. გავარჩიოთ ხახვი და დავჭრათ წვრილად, გავახუროთ ტაფა დავასხათ ზეთი დავაყაროთ ხახვი, სტაფილო და 3 ცალი ბულგარული დავჭრათ კუბიკებად როცა ხახვი ოდნავ მოიშუშება დავაყაროთ სტაფილო და ბულგარული წიწაკა, 2 წუთში დავამატოთ 4 კბილი დაჭრილი ნიორი, იქვე გავასუფთაოთ 2 ცალი პომიდორი დავჭრათ ნაჭრებად და როცა სტაფილო დარბილდება დავამატოთ ტაფაზე, ვაცადოთ 3 წუთი, გადავიტანოთ ბელენდერში დავამატოთ მარილი, წიწაკა, მწვანილი და დავაბლენდეროთ. სოუსი მზადაა.
ავიღოთ მინის, თუჯის ან კერამიკის ჭურჭელი ძირი მოვფაროთ წინასწარ მომზადებული სოუსით, წინასწარ დამარილებული ბადრიჯანი გავრეცხოთ და ოდნავ გავწუროთ, ასევე ოვალურად დავჭრათ ყავაყი, 2 ცალი პომიდორი, 3 ცალი ბულგარული, ოვალურად მორიგეობით მოვაწყოთ სოუსზე ბოსტნეული, თუ ჭურჭელი დიდია გამოვა ერთი რიგი, თუ ჭურჭელი საშუალო ზომისაა ორი რიგი, დავფაროთ ფოლგით და შევდგათ ღუმელში 160 გრადუსზე 2 საათით, 5 წუთით ადრე მოვხადოთ ფოლგა და ჩავურთოთ 3D ვენტილაცია,

