ინგრედიენტები
- ღორის ჩალაღაჯი – 2 ცალი ჩალაღაჯი გასუფთავებული
- კარაქი – 50 გრამი
- ლიმონი – 2 ცალი
- კურაგა – 100 გრამი
- კოწახურის ჩირი – 40 გრამი
- ზეითუნის ზეთი – 10 გრამი
- ნაღები – 2 ჭიქა
- თეთრი ღვინო 2 ჭიქა
- ვაშლის წვენი – 2 ჭიქა
- ნიორი – გემოვნებით
- მარილი – გემოვნებით
- პილპილი – გემოვნებით
მომზადების წესი
მოვამზადოთ ღორის ჩალაღაჯის რულეტი: ღორის ხორცს მოვაშოროთ ძვლები და კანი. ხორცი სქელი დანით გავჭრათ შუაზე, ოღონდ ბოლომდე არა. დავბეგვოთ ხორცი ბლაგვპირიანი სპეციალური ჩაქუჩით, მოვაყაროთ პილპილი, მარილი, მოვახეხოთ ლიმნის ცედრა, წავუსვათ გაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი კურაგა და კოწახურის ჩირი რათა ღუმელში არ გამოშრეს ხორცი.
ხორცი გადავახვიოთ მჭიდროდ და შევკრათ სპეციალური თოკით. ზემოდან გადავუსვათ ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი, გადავიტანოთ ფოლგაში (სურვილის მიხედვით შეგვიძლია მაცივარში მოვათავსოთ ერთი ღამე და მეორე დღეს მოვამაზადოთ) და ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთი ვწვათ. 40 წუთის შემდეგ გამოვიღოთ ღუმელიდან ხორცი, გავხიოთ ფოლგა და ისევ შევდგათ 10-15 წუთი რომ ზემოდან მოიბრაწოს.
მოვამზადოთ სოუსი: ქვაბში ჩავასხათ 1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო, ალკოჰოლი რომ აორთქლდება დავუმატოთ 1 ჭიქა ვაშლის წვენი, ვადუღოთ 3 წუთი. შემდეგ დავუმატოთ 1 ჭიქა ნაღები, მარილი, პილპილი და არომატისთვის ცოტა ღორის ხორცის წვენი რაც დარჩება ფოლგაში, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე შესქელებამდე.
Комментариев нет:
Отправить комментарий