понедельник, 12 октября 2015 г.

კექსი


ინგრედიენტები:

ცომისათვის:
  • კვერცხი 4  ცალი
  • შაქარი 1,5 ჩაის ჭიქა
  • კარაქი 200 გრ.
  • ქიშმიში 100 გრამი.
  • ლიმნის ცედრა
  • მაწონი 2 ს/კ.
  • ვანილი 5 გრ.
  • ფქვილი  2,5  ჩაის ჭიქა
  • მარილი მწიკვი
  • სოდა  1 ჩაის კოვზი (მაწონში)

ცომი  -   გავთქივოთ   კვერცხის ცილა ნელ - ნელა დავუმატოთ შაქარი როცა მივიღებთ ბეზესავით  მასას   დავამატოთ კვერხის გულები  თითო თითო, დავამატოთ წინასწარ გამდნარი და გაციებული კარაქი,  შემდეგ მაწონი  (1 ჩ/კ სოდასთან ერთად)  შემდეგ ფქვილი, ცომი გადმოვიტანოთ ფორმაში

შევდაგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში, პირბველ იარუსზე, 180-200 გრადუსი,  30-35 წუთით.
გემრიელად მიირთვით !!!!!!!!!.



ვაშლის პეროგი

ვაშლის პეროგი

ინგრედიენტები:

ცომისათვის:
  • კვერცხი 4  ცალი
  • შაქარი 2 ჩაის ჭიქა
  • კარაქი 200 გრ.
  • მაწონი 1 ქილა
  • ვანილი 5 გრ.
  • ფქვილი  ?  ჩაის ჭიქა
  • მარილი მწიკვი
  • სოდა  1 ჩაის კოვზი (მაწონში)
გულსართისათვის
  • ვაშლი 5-6 საშუალო ცალი
  • შაქარი  100 გრამი (სურვილის მიხედვით)
თავსართი 
  • კარაქი 50 გრ.
  • ფქვილი 50 გრამი
  • შაქარი  50გრამი 
მომზადების წესი

ცომი  -   გავთქივოთ   კვერცხის ცილა ნელ - ნელა დავუმატოთ შაქარი როცა მივიღებთ ბეზესავით  მასას   დავამატოთ კვერხის გულები  თითო თითო, დავამატოთ წინასწარ გამდნარი და გაციებული კარაქი,  შემდეგ მაწონი  (1 ჩ/კ სოდასთან ერთად)  შემდეგ ფქვილი იმდენი რაოდენობის რომ მივიღოთ  ნაზი, ფაფუკი ცომი.  ცომი გადმოვიტანოთ ფორმაში და ხელით გავაბრტყელოთ.

ვაშლის გულსართი
დავჭრათ ვაშლები თხლად მოვაყაროთ შაქარი ჩვენი სურვილისამებრ და გავაჩეროთ (ეს ყველაფერი უმჯობესია მოვამზადოთ ცომის გამზადებამდე) როცა ცომს მოვათავსებთ ფორმაში ზემოდან მოვაწყოთ ვაშლები მჭიდროთ.
თავსართი
 კარგად დაებილებული კარაქი ფქვილი და შაქარი ავურიოთ ერთმანერთში, მივიღებთ  ქადის გულივით, სქელი ქვიშისებრ მასალას ეს მოვაყაროთ  ზემოდან ვაშლებს.

შევდაგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში, მეორე იარუსზე, 180 გრადუსი,  20-25 წუთით.
გემრიელად მიირთვით !!!!!!!!!.