კულინარიული დღიური
вторник, 18 марта 2025 г.
ბარდისა და ქინოას მსუბუქი სალათი
ინგრედიენტები:
გაყინული ბარდა
1 სტაფილო
50 გრ მოხალული გოგრის თესლი
100 გრ ქინოა
ზეითუნის ზეთი
მარილი
ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
ქინოას მომზადება:
გარეცხეთ ქინოა ცივი წყლით
მოხარშეთ 100 გრ ქინოა 200 მლ წყალში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში (ან მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით)
როცა მზად იქნება, გაწურეთ და გააგრილეთ
სტაფილოს მომზადება:
გაფცქვენით და დაჭერით წვრილ ჩხირებად ან მოახეხეთ მსხვილად
ბარდის მომზადება:
გაყინული ბარდა მოხარშეთ 3-5 წუთის განმავლობაში ან ორთქლზე შეათბეთ
გაწურეთ და გააგრილეთ
სალათის აწყობა:
დიდ ჯამში შეურიეთ გაგრილებული ქინოა, ბარდა და სტაფილო
დაამატეთ მოხალული გოგრის თესლი
მოასხით ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი გემოვნებით
დაამატეთ მარილი და შეურიეთ კარგად
სალათი შეგიძლიათ მიირთვათ ოთახის ტემპერატურაზე ან გაგრილებული. ეს არის მსუბუქი, კვებითი ღირებულებით მდიდარი კერძი, რომელიც შეიცავს ცილებს, კარგ ცხიმებს და ბოჭკოებს.
среда, 9 августа 2023 г.
четверг, 4 мая 2023 г.
პასკა 2023
წელს პასკის ცომი არ ამოვიდა ვაბრალებ რო გამიცივდა აპორა. თუმცა მაინც გამოვაცხე.
გამოვიდა ძაან გემრიელი რაც დრო გავიდა და დაძელდა კიდე უფრო კარგი გახდა
ფოტოებს ავტვირთავ
ეს იყო ბაქრაძის რეცეპტი
მომდევნო წელს არ გავაკეთებ
სამაგიეროდ წელს პირველად ვცადე
კრაფინები და გამომივიდა სასწაული
მაგის რეცეპტსაც დავდებ 04.05.2023
ახლა წელის თიაქარი მაქვს და სახლში ვზივარ ბიულეტინზე
რულეტი და ლიმნის კურტი
ლიმნის კურტი
(კრემი)
1 ცალი კვერცხის გული
1 ჭიქა შაქარი
1 ს/კ სიმინდის სახამებელი
4 ს/კ ფქვილი
2 ჭიქა რძე
200 გრამი კარაქი
100 მლ ლიმნის წვენი
ვანილი
სქელძირიან ქვაბში ჩავუშვათ - კვერცხის გული, შაქარი, სახამებელი, ფქვილი, რძე, ლიმნის წვენი, ვანილი კარგად გავხსნათ, დავდგათ დაბალ ცეცხლე და ვურიოთ შესქელებამდე როცა შესქელდება და ბუშტებს დაიწყებს დავუმატოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, ვურიოთ სრულ შერევამდე და გამოვრთოთ კიდე კოვზით ამოვურიოთ კარგად გადავაკრათ სამზარეულოს ცელოფანი შევინახოთ მაცივარში. გამოყენებამდე მიქსერით ავთქვიფოთ 4-5 წუთი.
(ეს კრემი შეგიძლიათმა მაცივარში შეინახოთ 1 კვირა)
რულეტი
6 ცალი კვერცხი
6 ს/კ ფქვილი
6 ს/კ შაქარი
ვანილი
კვერცხის გულები და ცილები გავაცალკევოთ, გულებისგან და ნახევარი შაქრისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, ცილა და მეორე ნახევარი შაქარი გავთქვიფოთ, კარგად ამოვიყვანოთ გათეთრებამდე. ფრთხილად გადავურიოთ ერთმანერთს და დავასხათ ჟარონაზე პერგამენტის ქაღალდის დაფენა არ გვავიწყდება ვაცხობთ 170 გრადუსზე 14-15 წუთი გააჩნია ღუმელს თუ წვავს უფრო ცოტა დრო დაჭირდება.
როგორც კი გამოვიღებით ღუმელიდან გაშლილი გვაქვს წინასწარ დასველებული და კარგად გაწურურული სამზარეულოს ტილო დავაფენთ ზედ და ფრთხილად ავაცლით პერგამენტის ქაღალდს. გადავახვევით რულეტივით, გვერდებს ამოვუკეცათ და დავტოვებთ 15წუთით.
გულსართი რაც გვინდა გვინდა კერემი, გინდა ჯემი, გინდა კურტი.
вторник, 12 апреля 2022 г.
პ ა ს კ ა (2022 წელი)
პ ა ს კ ა (2022 წელი)
ინგრედიენტები:
ცომისათვის
კვერცხი 5 (ცალი)
შაქარი 300 გრ.
კარაქი 100გრ.
არაჟანი 4 ჩ/კ
ფქვილი 650 გრ.
რძე 150 მლ.
(ზეთი დაახლოებით 100 გრამი)
აპორა
რძე 100 მლ.
დროჟი 4ჩ/კ
ფქვილი 100 გრ.
შაქარი 1 ჩ/კ
მარილი მწიკვი
სუნელები
მუსკატი, მიხაკი, დარიჩინი, ჯავზი, ილი, კარდამონი (გემოვნებით, სურვილისამებრ შეგიძლიათ რომელიმე ინგრედიენტი ამოაკლოთ ან რომელიმე დაუმატოთ) ჩემს პასკას ეს ყველა სუნელი აქვს და კიდევ აქვს ერთი ლიმნის ცედარა, ყველა ამ სუნელს გავცრით და ვუმატებთ ერთ ჩაის კოვზ ძალიან ძვირფას კონიაკს ან ვისკის თუ არ გვაქვს მაღალი ხარისხის ჯობია საერთოდ არ გამოვიყენოთ.
ქიშმიში დაახლოებით 1ჩ/ჭიქა
ცუკატები (სურვილით)
ნიგოზი (სურვილით)
მომზადების წესი:
პასკის გამოცხობისთვის რამდენიმე დღით ადრე უნდა მოვემზადოთ, წინასწარ მოვიმარაგოთ ფორმები რაშიც უნდა გამოვაცხოთ, ერთი დღით ადრე გავარჩიოთ ქიშმიში, გავრეცხოთ და გავაშროთ.
პირველ რიგში ვამზადებთ აპორას რძეს გავათბობთ, დავამატებთ დროჟს, ფქვილს შაქარს და მარილს დავახურავთ ცელოფანს დავდგავთ თბილ ადგილას. ასაფუებლად დაჭირდება 10 - 12 წუთი.
შემდეგ კვერცხის გულებისაგან და შაქრისაგან მოვამზადოთ გოგლი მოგლი, დავუმატოთ არაჟანი. რძე გავათბოთ ისე რომ თითს არ გწვავდეს დამატოთ გამდნარი და გაგრილებული კარაქი, დავუმატოთ წინასწარ გამზადებული სუნელები და ცედრა, ავურიოთ კარგად და ჩავასხათ გოგლი მოგლიში. ქიშმიში არა ! ! !
ფქვილი რაც დაგვჩა მოვათავსოთ მოსაზელ თასში დავასხათ აფუებული აპორა და დავიწყოთ ზელა, დავამატოთ უკვე გამზადებული გოგლი მოგლი ნელ- ნელა. გავაგრძელოთ ზელა. არ ვამატებთ ფქვილს. როგორი ცომიც მოიზილება მოვაგუნდაოთ { ცომი ეკრობა ხელას და გავს ხაჭაპურის ცომს, არ შეგვეშინდეს} დავაფაროთ ცელოფანი, სამზარეულოს ტილო, თბილი პლედი და დავდგათ თბილ ადგილას, ასაფუებლად დაჭირდება დაახლოებით 1 სთ. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ გადავზილოთ და ფრთხილად შევაზილოთ ზეთი, ქიშმიში, მოვაგუნდაოთ ისევ და გავაჩეროთ იგივე პირობებში 1 სთ. დროის გასვლის შემდეგ ამოვაგუნდაოთ პატარა გუნდები ზეთში დავისველოთ ხელი, ლამაზი გუნდები გამოვა ასე მოვათავსოთ საცხობ ფორმებში ისე რომ დაიფაროს ფორმის 1/3 ნაწილი და ცოტა მეტი, გაროხის ფორმებში კარგი იქნება თუ მოვათავსებთ 350 გრ. ჩავრთოთ ღუმელი გასახურებლად, დაველოდოთ 30 - 40 წუთი ცომი ისევ ამოფუვდება და სურვილისამებრ გადავუსვათ კვერხის გული (ან არ გადავუსვათ და შემდეგ თეთრი მინანქრით მოვრთოთ.) ამასობაში ღუმელიც გახურდება ვაწყობთ პირველ პოზიციაზე, 150 გრადუსზე 30 წუთი და შემდეგ ავუწიოთ 180 გრადუსზე ვაცხობთ 30 წუთი. 5 წუთი ჩავურთოთ კონვექცია,
პასკა
მზადაა
ცომი უნდა გამოვიდეს 1600 გრამი.
პ ა ს კ ა (2016 წელი)
ინგრედიენტები:
ცომისათვის
კვერცხი 10 (ცალი)
შაქარი 1200 გრ.
კარაქი 300გრ.
მარგარინი 200გრ.
არაჟანი 200 გრ.
ფქვილი 1500 გრ.
რძე 500 მლ.
აპორა
რძე 500 მლ.
დროჟი 8 ჩ/კ
ფქვილი 1000 გრ.
შაქარი 3 ჩ/კ
მარილი მწიკვი
სუნელები
მუსკატი, მიხაკი, დარიჩინი, ჯავზი, ილი, კარდამონი (გემოვნებით, სურვილისამებრ შეგიძლიათ რომელიმე ინგრედიენტი ამოაკლოთ ან რომელიმე დაუმატოთ) ჩემს პასკას ეს ყველა სუნელი აქვს და კიდევ აქვს ერთი ლიმნის ცედარა, ყველა ამ სუნელს გავცრით და ვუმატებთ ერთ ჩაის კივზ ძალიან ძვირფას კონიაკს ან ვისკის თუ არ გვაქვს მაღალი ხარისხის ჯობია საერთოდ არ გამოვიყენოთ.
ქიშმიში 350 გრ.
ცუკატები 200 გრ.
მომზადების წესი:
პასკის გამოცხობისთვის რამდენიმე დღით ადრე უნდა მოვემზადოთ, წინასწარ მოვიმარაგოთ ფორმები რაშიც უნდა გამოვაცხოთ, მომდევნო ბლოგში ფორმების ფოტოებსაც დავდებ. ერთი დღით ადრე გავარჩიოთ ქიშმიში, გავრეცხოთ და გავაშროთ.
თუ ზუსტად ამ რეცეპტის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ გამოდის 5600 გრ, ცომი რაც საკმარისია 16 ცალი 350გრ. ფორმისათვის.
პირველ რიგში ვამზადებთ აპორას რძეს გავათბობთ, დავამატებთ დროჟს, ფქვილს (1000გრ), შაქარს და მარილს დავახურავთ ცელოფანს დავდგავთ თბილ ადგილას. ასაფუებლად დაჭირდება 15 - 20 წუთი.
შემდეგ კვერცხის გულებისაგან და ნახევარი შაქრისაგან მოვამზადოთ გოგლი მოგლი, დავუმატოთ არაჟანი. რძე გავათბოთ დავუმატოთ მეორე ნახევარი შაქარი, გავადნოთ კარაქი, გავაგრილოთ დავუმათოთ შაქრიან რძეს, შევურიოთ წინასწარ გამზადებული სუნელები და ცედრა, ქიშმიში არა.
ფქვილი (1500 გრ.) მოვათავსოთ მოსაზელ თასში დავასხათ აფუებული აპორა და დავიწყოთ ზელა, დავამატოთ გოგლი მოგლი ნელ ნელა არ ვამატებთ ფქვილს. როგრი ცომიც მოიზილება მოვაგუნდაოთ { ცომი ეკრობა ხელას და გავს ხაჭაპურის ცომს, არ შეგვეშინდეს} დავაფაროთ ცელოფანი, სამზარეულოს ტილო, თბილი პლედი და დავდგათ თბილ ადგილას, ასაფუებლად დაჭირდება 1 სთ. და 30 წთ. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ გადავზილოთ და ფრთხილად შევაზილოთ წინასწა და წინასწარ გამდნარი (მარგარინი + ზეთი), ქიშმიში, მოვაგუნდაოთ ისევ და გავაჩეროთ იგივე პირობებში 1 სთ. დროის გასვლის შემდეგ ამოვაგუნდაოთ პატარა გუნდები ზეითუნის ზეთში დავისველოთ ხელი და ლამაზი გუნდები გამოვა ასე მოვათავსოთ საცხობ ფორმებში ისე რომ დაიფაროს ფორმის 1/3 ნაწილი, გაროხის ფორმებში კარგი იქნება თუ მოვათავსებთ 350 გრ. ჩავრთოთ ღუმელი გასახურებლად, დაველოდოთ 30 - 40 წუთი ცომი ისევ ამოფუვდება და სურვილისამებრ გადავუსვათ კვერხის გული ან არ გადავუსვათ და შემდეგ თეთრი მინანქრით მოვრთოთ. ამასობაში ღუმელიც გახურდება ვაწყობთ პირველ პოზიციაზე, 150 გრადუსზე 30 წუთი და შემდეგ ავუწიოთ 180 გრადუსზე ვაცხობთ 30 წუთი. 3 წუთი ჩავურთოთ კონვექცია, პასკა მზადაა
______________
მე გამომივიდა 16 პასკა ? 10 - 350 გრამიან ქაღალდის ფორმაში 6 გაროხის ყუთში!!!
среда, 7 июля 2021 г.
ტარტალეტკები
🌼🌼ტარტალეტკები🌼🌼
ამჯერად ლიმონისფერი ბეზეთი
(ფოტოებში ფერი კარგად არ სჩანს)
ფხვიერი ცომის ინგრედიენტები:
კვერცხი 2 ცალი (გულები) 0 კატეგორია
შაქარი -7 ს.კ
კარაქი- 130გრ.
სოდა -1 ჩ.კ.
ძმარი-1ჩ.კ
ვანილი-1 შეკვრა
ფქვილი-200-220გრ.
შაქარი და კვერცხი გავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, შემდეგ გააქტიურებული სოდა ძმრით, ვანილი და ბოლოს ფქვილი. მივიღებთ რბილ ცომს. მსუბუქაᲓ მოვაგუნდაოდ, გავახვიოთ ცელოფანში და მოვათავსოთ მაცივარში რამდენიმე საათით.
გავახუროთ ღუმელი 190 გრადუსზე. ცომი დავყოთ პატარა გუნდებად, ჩავაკრათ ფორმებში და ვაცხოთ ზედა- ქვედა წვით 20-25 წუთი. გაგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმებიდან. (მარტივად გადმოდის)
მოხარშული ბეზეს კრემი:
5 კვერცხის ცილა(0კატეგორია)
300 გრ. შაქარი
1 შეკვრა ვანილი
1/2
ნახევარი ჩ.კ. ლიმონმჟავა (არაგადავსებული)
მწიკვი მარილი
ცილა, შაქარი, მარილი და ლიმონმჟავა მოვათავსოთ ჯამში, შემოვდგათ ორთქლზე და ვურიოთ შაქრის გახსნამდე. შაქრის გადნობის შემდეგ, ვთქვეფთ მიქსერით 10-12წთ. მასა გახდება ფუმფულა, ქათქათა და შეკრული. გადმოგვაქვს ორთქლიდან, ვამატებთ ვანილს და სურვილის მიხედვით 1 წვეთ საკვებ საღებავს. თქვეᲤას ვაგრძელებთ ბეზეს სრულ გაგრილებამდე.
ფხვიერ ბაზას დავადოთ 1 კოვზი ნებისმიერი ჯემი. მე გამოვიᲧენე გარგრის. მოვრთოთ სურვილის მიხედვით. ამ მასალით გამოვიდა 17 ცალი ტარტალეტკა.
🌼🌼🌼
Подписаться на:
Комментарии (Atom)