среда, 7 июля 2021 г.

ტარტალეტკები

🌼🌼ტარტალეტკები🌼🌼

 ამჯერად ლიმონისფერი ბეზეთი
(ფოტოებში ფერი კარგად არ სჩანს)
   
ფხვიერი ცომის ინგრედიენტები:

 კვერცხი 2 ცალი (გულები)  0 კატეგორია
 შაქარი -7 ს.კ
 კარაქი- 130გრ. 
 სოდა -1 ჩ.კ.
 ძმარი-1ჩ.კ
 ვანილი-1 შეკვრა
 ფქვილი-200-220გრ. 
 
    შაქარი და კვერცხი გავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, შემდეგ გააქტიურებული სოდა ძმრით, ვანილი და ბოლოს ფქვილი.   მივიღებთ რბილ ცომს.   მსუბუქაᲓ მოვაგუნდაოდ, გავახვიოთ ცელოფანში და მოვათავსოთ მაცივარში რამდენიმე საათით. 
     გავახუროთ ღუმელი 190 გრადუსზე.   ცომი დავყოთ პატარა გუნდებად, ჩავაკრათ ფორმებში და ვაცხოთ ზედა- ქვედა წვით 20-25 წუთი.   გაგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმებიდან. (მარტივად გადმოდის)

მოხარშული ბეზეს კრემი:

5 კვერცხის ცილა(0კატეგორია)
300 გრ. შაქარი
1 შეკვრა ვანილი
 1/2
ნახევარი ჩ.კ. ლიმონმჟავა (არაგადავსებული)
მწიკვი მარილი

ცილა, შაქარი, მარილი და ლიმონმჟავა მოვათავსოთ ჯამში, შემოვდგათ ორთქლზე და ვურიოთ შაქრის გახსნამდე. შაქრის გადნობის შემდეგ,  ვთქვეფთ მიქსერით 10-12წთ. მასა გახდება ფუმფულა, ქათქათა და შეკრული.  გადმოგვაქვს ორთქლიდან, ვამატებთ ვანილს და სურვილის მიხედვით 1 წვეთ საკვებ საღებავს.  თქვეᲤას ვაგრძელებთ ბეზეს სრულ გაგრილებამდე.   
   ფხვიერ ბაზას დავადოთ 1 კოვზი ნებისმიერი ჯემი.  მე გამოვიᲧენე გარგრის.  მოვრთოთ სურვილის მიხედვით.  ამ მასალით გამოვიდა 17 ცალი ტარტალეტკა.

 🌼🌼🌼

Комментариев нет:

Отправить комментарий