суббота, 2 июля 2016 г.

ჭიანჭველას ბუდე


ტორტი "ჭიანჭველის ბუდე"

ლეგენდარული "ჭიანჭველას ბუდე" არ საჭიროებს რეკლამას. ტორტი პირველად 70-იან წლებში გაჩნდა და სხვადასხვა ქვეყნებში სწრაფად გავრცელდა. ის წარმოუდგენლად გემრიელია და მხოლოდ 6 ინგრედიენტით მზადდება.

ინგრედიენტები:
ფქვილი 500 გრ
შესქელებული რძე 400 გრ
კვერცხი 2 ცალი
ნაღების კარაქი 200 გრ
შაქრის პუდრა 1 ს/კ
გამაფხვიერებელი
მომზადების წესი:

გაალღვეთ კარაქი
და ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთად. დაუმატეთ კვერცხები და კვლავ ათქვიფეთ.
ცალკე ჯამში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი და გამაფხვიერებელი. შემდეგ ჩაყარეთ კვერცხიან მასაში. სწრაფად მოზილეთ რბილი ცომი.
ცომი დააბრტყელეთ (ხაჭაპურის ფორმა მიეცით), შეახვიეთ პერგამენტში და ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.
ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
ცომის ზოლები ლისტზე გაშალეთ და აცხვეთ ქურაში 15-20 წუთი, 200 გრადუსზე.
გააციეთ ბისკვიტი, გადაიტანეთ ჯამში და დაფხვენით. დაუმატეთ შესქელებული რძე, აურიეთ და მოათავსეთ თეფშზე (პირამიდის ფორმით).
გემრიელად მიირთვით!

http://www.beaumonde.ge/index.php?option=com_content&view=article&id=432%3Atorti-chianchvelis-bude&catid=90&Itemid=249

Комментариев нет:

Отправить комментарий