| ბულგარული წიწაკა წითელი | 3 | ცალი |
| ბულგარული წიწაკა ყვითელი | 2 | ცალი |
| შებოლილი სულგუბი | 150+50 | გრამი |
| სიმინდი | 1 | პატარა ქილა |
| სოკოს მარინადი | 1 | პატარა ქილა |
| მოხარშული ხორცი | 200 | გრამი |
| კამა-ცერეცო | 1 | კონა |
| შავი წიწაკა | ||
| მაიონეზი | 1 | ქილა |
| ყველა ინგრედიენტი დავჭრათ მოგრძო ფორმებად, | ||
| ავურიოთ კარგად, უკვე გამზადებულს მოვაყაროთ | ||
| ზემოდან გახეხილი სულგუნი ფიფქივით | ||
среда, 12 сентября 2018 г.
სალათი "ფერები "
понедельник, 22 января 2018 г.
კექსი კექსური
ინგრედიენტები
- კვერცხი - 2
- კარაქი - 100 გ
- შაქარი - 3/4 ჭიქა
- ქიშმიში - 3/4 ჭიქა
- ფქვილი - 2 ჭიქა
- კეფირი - 1/2 ჭიქა
- სოდა - 1 ჩ.კ
- ვანილი
- კონიაკი - 3-4 ს.კ
მომზადების წესი
კარაქი გაადნეთ და გააგრილეთ. ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი. დაამატეთ გამდნარი კარაქი და კვლავ ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ კეფირი. მიღებულ ფუმფულა მასას შეურიეთ ფქვილი და სოდა. ბოლოს კი ქიშმიში, რომელიც წინასწარ გარეცხეთ და კონიაკში დაალბეთ 1-2 საათი.
ფორმას ( 25х8х10 სმ) წაუსვით ცხიმი და მოაფრქვიეთ ფქვილი. გადაიტანეთ ცომი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 40-50 წუთი
პასკა ეკას
ინგრედიენტები:
ცომისათვის
კვერცხი 10 (ცალი)
შაქარი 1,5 კგ.
კარაქი 300 გრ.
არაჟანი 200 გრ.
რძე 500 მლ.ლიტრი.
ზეთი 1 სუფრის კოვზი
კონიაკი 1 სუფრის კოვზი
ფქვილი 3 კგ.
მუსკატი 1 დესერტის კოვზი
კარდამონი 1 დესერტის კოვზი
აპორა
რძე 500 მლ.
დროჟი 4 ს/კ
ფქვილი 400გრ. (2 ჩაის ჭიქა)
შაქარი 2 ს/კ
მარილი მწიკვი
ბეზე
10 კვერცხის ცილა
შაქარი 300 გრამი
მარილი მწიკვი
სუნელები
მომზადების წესი:
ცომისათვის
კვერცხი 10 (ცალი)
შაქარი 1,5 კგ.
კარაქი 300 გრ.
არაჟანი 200 გრ.
რძე 500 მლ.ლიტრი.
ზეთი 1 სუფრის კოვზი
კონიაკი 1 სუფრის კოვზი
ფქვილი 3 კგ.
მუსკატი 1 დესერტის კოვზი
კარდამონი 1 დესერტის კოვზი
აპორა
რძე 500 მლ.
დროჟი 4 ს/კ
ფქვილი 400გრ. (2 ჩაის ჭიქა)
შაქარი 2 ს/კ
მარილი მწიკვი
ბეზე
10 კვერცხის ცილა
შაქარი 300 გრამი
მარილი მწიკვი
სუნელები
მუსკატი, კარდამონი (გემოვნებით, სურვილისამებრ შეგიძლიათ რომელიმე ინგრედიენტი ამოაკლოთ ან რომელიმე დაუმატოთ) ყველა სუნელს გავცრით და ვუმატებთ ერთ ჩაის კოვზ ძალიან ძვირფას კონიაკს ან ვისკის თუ არ გვაქვს მაღალი ხარისხის ჯობია საერთოდ არ გამოვიყენოთ.
(შეგვიძლია გამოვიყენოთ სურვილისამბერ ქიშმიში , ცუკატები)
ნიგოზი
ნიგოზი 1,5 კგ
შაქარი 750 გრამი
ნიგოზი
ნიგოზი 1,5 კგ
შაქარი 750 გრამი
პირველ რიგში ვამზადებთ აპორას რძეს გავათბობთ, დავამატებთ დროჟს, ფქვილს, შაქარს და მარილს დავახურავთ რამეს დავდგავთ თბილ ადგილას. ასაფუებლად დაჭირდება 15 - 20 წუთი.
შემდეგ ვამზადებთ გოგლი მოგლს, კვერცხის გულებისაგან და შაქრისაგან, დავუმატოთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, რძე შაქარი, ზეთი, და წინასწარ გამზადებული სუნელები. ეს ყველაფერი კარგად გავთქვიფოთ მიქსერით.
ფქვილი გავცრათ მოვათავსოთ მოსაზელ თასში დავასხათ აფუებული აპორა და დავიწყოთ ზელა, დავამატოთ გოგლი - მოგლი, ნელ ნელა. და ფრთხილად შევაზილოთ წინასწარ გათქვეფილი ბეზე. როგრი ცომიც მოიზილება დარჩეს ასეთი, არ ვამატებთ ფქვილს. მოვაგუნდაოთ დავაფაროთ სამზარეულოს ტილო ან ცელოფანი და დავდგათ თბილ ადგილას, ასაფუებლად. (6 საათი )
გავატრაროთ ნოგოზი გადავურიოთ შაქარი და გავამზადოთ ერთ ჭურჭელში.
გადავზილოთ ამოფუებული ცომი დავყოთ სასურველი ზომის ნაწილებად. ნიგვზიანი პასაკისთვის ფორმის შესაბამისი ცომის გუნდა გავაბრტყელოთ 1 - 2 სმ სისქეზე, მოვაყაროთ გამზადებული ნიგოზი და დავახვიოთ რულეტივით, მოვათავსოთ როგორ ფორმაშიც გვინდა.
ჩავრთოთ ღუმელი გასახურებლად, დაველოდოთ 30 - 40 წუთი ცომი ფორმებში რომ ამოფუვდება სურვილისამებრ გადავუსვათ კვერხის გული ან არ გადავუსვათ და შემდეგ თეთრი მინანქრით მოვრთოთ ან შოკოლადით
ამასობაში ღუმელიც გახურდება ვაწყობთ პირველ პოზიციაზე, 150 გრადუსზე 30 წუთი და შემდეგ ავუწიოთ 180 გრადუსზე ვაცხობთ 30 წუთი. 3 წუთი ჩავურთოთ კონვექცია, პასკა მზადაა
კექსი ჩირებით
საჭირო ინგრედიენტები
- ხმელი ხილი - (გარგრის, ლეღვის, ქლიავის ჩირი, ქიშმიშმი) 300 გ
- შაქრის პუდრა - 120 გ
- ფქვილი - 130 გ
- კარაქი - 20 გ
- კვერცხის გული - 5 ცალი
- გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
- 1 ლიმონის ცედრა
- რომი ან კონიაკი - ჩირის ჩასალბობად
მომზადების წესი:
ხმელი ხილი შუა-შუა გავჭრათ და ალკოჰოლურ სასმელში დავალბოთ. შემდეგ გადავწუროთ. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქრის პუდრთან ერთად. სათითაოდ დავუმატოთ კვერცხის გულები, შემდეგ შევაზილოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ლიმონის ცედრა. ბოლოს დავუმატოთ ხმელი ხილი. ცომი გადავიტანოთ ქაღალდჩაფენილ და ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში და წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. ვაცხოთ 40-45 წუთი, სანამ დაიბრაწება.
ხმელი ხილი შუა-შუა გავჭრათ და ალკოჰოლურ სასმელში დავალბოთ. შემდეგ გადავწუროთ. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქრის პუდრთან ერთად. სათითაოდ დავუმატოთ კვერცხის გულები, შემდეგ შევაზილოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ლიმონის ცედრა. ბოლოს დავუმატოთ ხმელი ხილი. ცომი გადავიტანოთ ქაღალდჩაფენილ და ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში და წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. ვაცხოთ 40-45 წუთი, სანამ დაიბრაწება.
ალუბლის კექსი
ინგრედიენტები
- სოდა - 1 ჩ.კ
- ფქვილი - 200 გ
- არაჟანი - 150 მლ
- კარაქი - 100 გ
- შაქარი - 150 გ
- კვერცხი - 3
- ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი - 500 გ
მომზადების წესები
ათქვიფეთ მიქსერით შაქარი და კარაქი. შეათქვიფეთ კვერცხი და სოდა. შეურიეთ არაჟანი, ბოლოს კი ფქვილი. ცომი გადაიტანეთ 22 სმ დიამეტრის ფორმაში და ზემოდან გაანაწილეთ ალუბლები. მოაყარეთ ქოქოსი და გამოაცხვეთ 180 გრდუსზე 30-40 წუთი
Подписаться на:
Комментарии (Atom)