საჭირო ინგრედიენტები
- ხმელი ხილი - (გარგრის, ლეღვის, ქლიავის ჩირი, ქიშმიშმი) 300 გ
- შაქრის პუდრა - 120 გ
- ფქვილი - 130 გ
- კარაქი - 20 გ
- კვერცხის გული - 5 ცალი
- გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
- 1 ლიმონის ცედრა
- რომი ან კონიაკი - ჩირის ჩასალბობად
მომზადების წესი:
ხმელი ხილი შუა-შუა გავჭრათ და ალკოჰოლურ სასმელში დავალბოთ. შემდეგ გადავწუროთ. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქრის პუდრთან ერთად. სათითაოდ დავუმატოთ კვერცხის გულები, შემდეგ შევაზილოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ლიმონის ცედრა. ბოლოს დავუმატოთ ხმელი ხილი. ცომი გადავიტანოთ ქაღალდჩაფენილ და ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში და წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. ვაცხოთ 40-45 წუთი, სანამ დაიბრაწება.

Комментариев нет:
Отправить комментарий