понедельник, 22 января 2018 г.

პასკა ეკას

ინგრედიენტები:

ცომისათვის 

კვერცხი 10 (ცალი)
შაქარი 1,5 კგ.
კარაქი 300 გრ.
არაჟანი 200 გრ.
რძე 500 მლ.ლიტრი.
ზეთი 1 სუფრის კოვზი
კონიაკი  1 სუფრის კოვზი
ფქვილი 3 კგ. 
მუსკატი 1 დესერტის კოვზი
კარდამონი 1 დესერტის კოვზი

 აპორა

რძე 500 მლ.
დროჟი 4 ს/კ
ფქვილი 400გრ. (2 ჩაის ჭიქა)
შაქარი  2 ს/კ
მარილი მწიკვი

ბეზე

10 კვერცხის ცილა 
შაქარი 300 გრამი
მარილი მწიკვი

 სუნელები


       მუსკატი,  კარდამონი (გემოვნებით, სურვილისამებრ შეგიძლიათ რომელიმე ინგრედიენტი ამოაკლოთ ან რომელიმე დაუმატოთ)  ყველა  სუნელს გავცრით და ვუმატებთ ერთ ჩაის კოვზ ძალიან ძვირფას კონიაკს ან ვისკის თუ არ გვაქვს მაღალი ხარისხის ჯობია საერთოდ არ გამოვიყენოთ.
                 (შეგვიძლია გამოვიყენოთ სურვილისამბერ  ქიშმიში , ცუკატები) 

ნიგოზი
ნიგოზი 1,5 კგ
შაქარი 750 გრამი


    მომზადების წესი:


                   პირველ რიგში ვამზადებთ აპორას   რძეს გავათბობთ, დავამატებთ დროჟს, ფქვილს, შაქარს და მარილს დავახურავთ რამეს დავდგავთ თბილ ადგილას. ასაფუებლად დაჭირდება 15 - 20 წუთი.
         შემდეგ ვამზადებთ ოგლი მოგლს,  კვერცხის გულებისაგან და შაქრისაგან, დავუმატოთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, რძე  შაქარი,  ზეთი, და  წინასწარ გამზადებული სუნელები. ეს ყველაფერი კარგად გავთქვიფოთ მიქსერით. 
               ფქვილი გავცრათ მოვათავსოთ მოსაზელ თასში დავასხათ აფუებული აპორა და დავიწყოთ ზელა, დავამატოთ გოგლი - მოგლი, ნელ ნელა. და ფრთხილად შევაზილოთ წინასწარ გათქვეფილი ბეზე. როგრი ცომიც მოიზილება დარჩეს ასეთი,  არ ვამატებთ ფქვილს.  მოვაგუნდაოთ   დავაფაროთ სამზარეულოს ტილო ან ცელოფანი და დავდგათ თბილ ადგილას, ასაფუებლად.   (6 საათი )  
                გავატრაროთ ნოგოზი გადავურიოთ შაქარი და გავამზადოთ ერთ ჭურჭელში.
                  გადავზილოთ   ამოფუებული ცომი დავყოთ სასურველი ზომის  ნაწილებად. ნიგვზიანი პასაკისთვის ფორმის შესაბამისი ცომის გუნდა გავაბრტყელოთ 1 - 2 სმ სისქეზე, მოვაყაროთ გამზადებული ნიგოზი და დავახვიოთ რულეტივით, მოვათავსოთ როგორ ფორმაშიც გვინდა.

                       ჩავრთოთ ღუმელი გასახურებლად, დაველოდოთ  30 - 40 წუთი ცომი ფორმებში რომ ამოფუვდება სურვილისამებრ გადავუსვათ კვერხის გული ან არ გადავუსვათ და შემდეგ თეთრი მინანქრით მოვრთოთ ან შოკოლადით

          ამასობაში ღუმელიც გახურდება ვაწყობთ პირველ პოზიციაზე, 150  გრადუსზე 30 წუთი და შემდეგ ავუწიოთ 180 გრადუსზე  ვაცხობთ 30 წუთი.   3 წუთი ჩავურთოთ კონვექცია, პასკა მზადაა 

Комментариев нет:

Отправить комментарий