среда, 14 декабря 2016 г.

მაიონეზი

მაიონეზი
საჭირო მასალა:

კვერცხის გული  – 1 ცალი
ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი – 100 - 200 მლ.
შაქარი – 0.5 ჩ.კოვზი
მდოგვი – 0,5 ჩაის კოვზი.
ლიმონის წვენი – 1-2 ჩაის კოვზი.
მარილიგემოვნებით.


მომზადების წესი:

მაიონეზის მოსამზადებლად ერთი კვერცხის გული მიქსერით ან სპეციალური სათქვეფი ჯოხით ათქვიფეთ მარილთან, შაქართან და მდოგვთან ერთად. შემდეგ ნელ-ნელა, წვრილი ნაკადით შეათქვიფეთ ზეითუნის ზეთი. თქვიფეთ მანამ, სანამ მასა არ გასქელდება. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და კვლავ ათქვიფეთ. ლიმნის წვენი დაამატეთ ცოტა ცოტა , ბევრი თუ მოგივათ შეიძლება გათხელდეს. 


суббота, 2 июля 2016 г.

ჭიანჭველას ბუდე


ტორტი "ჭიანჭველის ბუდე"

ლეგენდარული "ჭიანჭველას ბუდე" არ საჭიროებს რეკლამას. ტორტი პირველად 70-იან წლებში გაჩნდა და სხვადასხვა ქვეყნებში სწრაფად გავრცელდა. ის წარმოუდგენლად გემრიელია და მხოლოდ 6 ინგრედიენტით მზადდება.

ინგრედიენტები:
ფქვილი 500 გრ
შესქელებული რძე 400 გრ
კვერცხი 2 ცალი
ნაღების კარაქი 200 გრ
შაქრის პუდრა 1 ს/კ
გამაფხვიერებელი
მომზადების წესი:

გაალღვეთ კარაქი
და ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთად. დაუმატეთ კვერცხები და კვლავ ათქვიფეთ.
ცალკე ჯამში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი და გამაფხვიერებელი. შემდეგ ჩაყარეთ კვერცხიან მასაში. სწრაფად მოზილეთ რბილი ცომი.
ცომი დააბრტყელეთ (ხაჭაპურის ფორმა მიეცით), შეახვიეთ პერგამენტში და ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.
ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
ცომის ზოლები ლისტზე გაშალეთ და აცხვეთ ქურაში 15-20 წუთი, 200 გრადუსზე.
გააციეთ ბისკვიტი, გადაიტანეთ ჯამში და დაფხვენით. დაუმატეთ შესქელებული რძე, აურიეთ და მოათავსეთ თეფშზე (პირამიდის ფორმით).
გემრიელად მიირთვით!

http://www.beaumonde.ge/index.php?option=com_content&view=article&id=432%3Atorti-chianchvelis-bude&catid=90&Itemid=249

четверг, 9 июня 2016 г.

მარწყვის ტორტი

ინგრედიენტები:

ცომისათვის:
  • კვერცხი 8 ცალი
  • შაქარი 8 სუფრის კოვზი
  • ფქვილი 8 სუფრის კოვზი

      
მოხარშული კრემისათვის
  • ფქვილი  1.5  ჩაის ჭიქა
  • რძე 3 ჩაის ჭიქა
  • წყალი 3 ჩაის ჭიქა
  • კვერცხი 3 ცალი 
  • კარაქი 150 გრამი
ცივი კრემისათვის
  • კარაქი 200 გრამი
  • შესქელებული რძე 1 ქილა

            მარწყვი 2 კგ
ცომი  -   
  გავთქივოთ   კვერცხის ცილები  დავუმატოთ შაქარი  კვერცხის გულები შემდეგ ფქვილი ფრთხილად შევაზილოთ, დავასხათ ფორმაში გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში180 გრადუსზე  35 წუთი.


ვაცხობთ ორ ასეთ ბისკვიტს

კრემი

ერთი ჭიქა რძე და ერთი ჭიქა წყალი დავდგათ ცეცხლზე, ერთი ჭიქა რძეს  დავუმატოთ ერთი ჭიქა წყალი დავუმატოთ ერთი ჭიქა ფქვილი, ორი კვერცხის გული, ერთი ჭიქა შაქარი კარგად გავხსნათ და ჩავასხათ ცეცხლე დადგმულ რძეში ვურიოთ კარგად მანამ სანამ არ შესქელდება. ჩავაგდოთ 100 გრამი კარაქი. კრემი მზადაა.
კარგად გათეთრებამდე გავთქვიფოთ 200 გრამი კარაქი ფრთხილად დავუმატოთ ერთი ქილა  შესქელებული რძე. 
ორივე კრემი ფრთხილად გადავურიოთ ერთმანერთში. 


გემრიელად მიირთვით !!!!!!!!!.

понедельник, 18 апреля 2016 г.

ხაჭოს პასკა


ინგრედიენტები
:


ხაჭო 1 კგ.
კვერცხი 4 ცალი
არაჟანი 200 გრამი
შაქარი 250 გრამი
სანელებლები
კონიაკი
კარაქი 250 გრამი
1 ლიმნის ცედრა
ნიგოზი 100 გრამი
ცუკატები 100 გრამი
ქიშმიში 100 გრამი

    მომზადების წესი:


  1.    ხაჭო კარგად დავაბლენდეროთ
  2.    ცალკე მოვამზადოთ  კვერცხის და შაქრისაგან გოგლიმოგლი დავუმატოთ არაჟანი და სანელებლები, კონიაკი,
  3.  ცალკე კარგად გათეთრებამდე გავთქვიფოთ კარაქი შევურიოთ ლიმნის ცედრა 
  4.  მეორე და მესამე პუნქტები შევურიოთ ერთმანერთს კარგად ავურიოთ და ეს მასა გადავურიოთ პირველ პუნქტს
  5. მთლიან მასას კარგად, ფრთხილად ავურიოთ, დავამატოთ, ნიგოზი, ქიშმიში, ცუკატები, მოვათავსოთ წინასწარ მომზადებულ ფორმაში.

ფორმის მომზადება

ტარტალეტკები


ინგრედიენტები:

ცომისათვის:
  • კვერცხი 1  ცალი
  • შაქარი 0,5 ჩაის ჭიქა
  • კარაქი 200 გრ.
  • მაიონეზი 1 სუფრის კოვზი
  • ფქვილი  2  ჩაის ჭიქა
  • მარილი მწიკვი
  • სოდა  1 ჩაის კოვზი (ძმრით)

ცომი  -   გავთქივოთ   კვერცხი  დავუმატოთ შაქარიდავამატოთ წინასწარ გამდნარი და გაციებული კარაქი,  მაიონეზი , 1 ჩ/კ სოდა ძმრით   შემდეგ ფქვილი, მოვათავსოთ  ფორმებში

შევდაგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში, პირბველ იარუსზე, 180-200 გრადუსი,  20-25 წუთით.

კრემი და გაფორმება საკუ„თარი სურვილით
გემრიელად მიირთვით !!!!!!!!!.

ბრაუნი (მიკროტალღურში)

ინგრედიენტები:


  • შოკოლადი 50 გრამი
  • შაქარი 3 სუფრის კოვზი
  • კარაქი 1 სუფრის კოვზი
  • კაკაო  სუფრის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი
  • ფქვილი 1 სუფრის კოვზი
   -  შოკოლადი , შაქარი და კარაქი გავადნოთ კარგად მიკროტალღურში 45-50 წამით.
კარგად ავურიოთ, დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხი, კაკაო და ფქვილი კარგად ავურიოთ  და შევდაგათ გამოსაცხობად  მიკროტალღურში  2 წუთით.



გემრიელად მიირთვით !!!!!!!!!.

воскресенье, 13 марта 2016 г.

ალუბლის პეროგი (ფაფუკი)

ინგრედიენტები:

ცომისათვის:
  • კვერცხი 5  ცალი
  • შაქარი 1,5 ჩაის ჭიქა
  • კარაქი 200 გრ.
  • ალუბალი 400 გრამი.
  • ლიმნის ცედრა
  • მაწონი 2 ს/კ.
  • ვანილი 5 გრ.
  • ფქვილი  3  ჩაის ჭიქა
  • მარილი მწიკვი
  • სოდა  1 ჩაის კოვზი (მაწონში)

ცომი  -   გავთქივოთ   კვერცხის ცილა  და გული ერთად ნელ - ნელა დავუმატოთ შაქარი როცა მივიღებთ გოგლიმოგლივით მასას   დავამატოთ წინასწარ გამდნარი და გაციებული კარაქი,  შემდეგ მაწონი  (1 ჩ/კ სოდასთან ერთად)  შემდეგ ფქვილი, ცომი გადმოვიტანოთ ფორმაში, ზემოდან მოვაწყოთ კურკა გამოცლილი ალუბლები

შევდაგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში, პირბველ იარუსზე, 180-200 გრადუსი,  30-35 წუთით.
გემრიელად მიირთვით !!!!!!!!!.