пятница, 27 марта 2015 г.

მწვანე პომიდვრის სალათა ზამთრისათვის

ინგრედიენტები
  • პომიდორი მწვანე 10 კგ
  • ხახვი 2 კგ
  • სტაფილო 1 კგ
  • წითელი ბულგარული 1.5 კგ
  • ნიორი 200 გრამი
  • მწვანე წიწაკა 5 ცალი
  • ზეთი 2 ჩ/ჭ
  • ძმარი 1ჩ/ჭ
  • ქინძი 1 დიდი კონა
  • პეტრუშკა 1 დიდი კონა
  • ცერეცო 1 დიდი კონა
  • მარილი გემოვნებით
  • ასპირინი 10 აბი
მომზადების წესი

დავჭრათ სასურველ ფორმებზე ყველა ზემოთ აღნიშნული ბოსტნეული, დავუმატოთ ზეთი, ძმარი მარილი მწვანილები დაფხვნილი ასპირინი და მოვათავსოთ ერთ დიდ ჭურჭელში კარაგდ ავურიოთ გავაჩეროთ 4-5 საათი, ჩავასხათ წინასწარ მომზადებულ ქილებში გავასტერილოთ წყლის ადუღებიდან 10 წუთი.



მწვანე წიწაკა ზამთრისათვის

ინგრედიენტები




წიწაკა 10კგ
ძმარი 1ლიტრი
ზეთი 1ლიტრი
მარილი1ჭიქა
ნიორი გატარებული(ზოგი წვრილად დაჭრილს უკეთებს.)
300-400 გრამი
ნიახური 1 მოზრდილი კონა
ოხრახუში 1 მოზრდილი კონა წვრილად დაჭრილი.

დაფნის ფოთოლი 5 ცალი
შავი წიწაკა 1 ჩაის კოვზი

მომზადების წესი

  წიწაკა ყიდვიდან 1-2 დღე გავაჩეროთ, გავრეცხოთ და გავაშროთ.

  ზეთი მოვშუშოთ დიდ ქვაბში, დავასხათ ძმარი (ძმარი თუ ძლიერია მაშინ ნაკლები დასჭირდება) და წამოვადუღოთ ორივე ერთად დავამატოთ დაფნა და წიწაკა შავი.,
მდუღარეს დავამატოთ მარილი. ვადუღოთ მარილი რომ დადნება ჩავყაროთ  წიწაკა და ვურიოთ ფერს ოდნავ რო შიცვლის ამოვაწყოთ თუშფალანზე და მოვაყაროთ წინასწარ დაჭრილი მწვანილი და ნიორი ცხელ-ცხელის.


    ჩავასხათ ბანკებში და გავუეთოთ სტერილიზაცია. 7 წუთი.

წითელი ბულგარული ზამთრისათვის

ინგრედიენტები




წითელი ბულგარული წიწაკა 5 კგ
ძმარი 0.5 ლიტრი
ზეთი 0.5 ლიტრი
მარილი 5 სუფრის კოვზი
შაქარი 5 ჩაის კოვზი
ნიორი გატარებული(ზოგი წვრილად დაჭრილს უკეთებს.)
300 გრამი
ნიახური 1 მოზრდილი კონა
ოხრახუში 1 მოზრდილი კონა წვრილად დაჭრილი.
შავი წიწაკის კეკლები 15 გრამი
ასპირინი 5 აბი.

მომზადების წესი


         წიწაკას მოვაცალოთ ყუნწები, გავჭრათ შუაზე გამოვაცალოთ თესლები  გავრეცხოთ და გავაშროთ კარგად.
         დავჭრათ მწვანილები წვრილად, შევურიოთ დაფხვნილი ასპირინი, და აქვე გავატაროთ ან წვრილად დავჭრათ ნიორი.    
         ზეთი, ძმარი, მარილი შაქარი, წიწაკის კეკელები მოვათავსოთ დიდ ქვაბში წამოვადუღოთ, ჩავაწყოთ ნაწილ ნაწილ ბულგარული წიწაკები და მოვშუშოთ 3-5 წუთი, ოდნავ რო შერბილდება ამოვაწყოთ თუშფალანზე.        წინასწარ მომზადებულ ქილებში ჯერ ჩავყაროთ წინასწარ დაჭრილი მწვანილი და ნიორი დავაწყოთ წიწაკები ისევ მწვანილი და ნიორი და ასე გავიმეოროთ ისე რომ სამჯერ მოგვიწიოს მწვანილის და ნიორი.

სტერილიზაცია 7 წუთი.


ჩეხური ფახლავა

ინგრედიენტები
  • კვერცხი 6 ცალი
  • მარგარინი 400 გრ.
  • ფქვილი 6 ჩაის ჭიქა
  • შაქარი 2 ჩაის ჭიქა
  • ნიგოზი 200 გრ.
  • ქიშმიში1 ჩაის ჭიქა
  • არაჟანი 1 ჩაის ჭიქა
  • მიხაკი 0.5 ჩ/კ
  • დარიჩინი 0.5 ჩ/კ
  •  ვანილი 5 გრ.
  • მარილი მწიკვი
  • კვერცხი 2 ცალი
  • არაჟანი 2 ჩ/კ


მომზადების წესი
ცომი  -  გავადნოთ მარგარინი,  გავთქვიფოთ კვერცხის გულები დავამატოთ არაჟანი   და  მიღებული მასა  ჩავასხათ ფქვილში, მოვზილოთ ფაფუკი, მსუბუქი ცომი. ცომი გავყოთ სამ ნაწილად და შევდგად მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათი.

ბეზე -  მიქსერით ავთქვიფოთ კვერცხის ცილა კარგად რომ ამოფუვდეს მწიკვი მარილი დაუმატეთ, როცა მიიღებს ღრუბელის ფორმას ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქარი, და ვთქვიფოთ დიდ ხანს სანამ არ გახდება მკვრივი კონსისტეციის,  დავუმატოთ ქიშმიში, ნიგოზი, მიხაკი,  დარიჩინი და ვანილი და  ბეზეს კრემიც მზადაა ...

თავსართი -  2 კვერცხის გული 2 ჩაის კოვზი არაჟანი კარაგდ გავთქვიფოთ.

გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე

გავაბრტყელოთ ცომი დავაფინოთ პირველი ფენა ფქვილმოყრილ ჟარონაზე (მე საცხობ ქაღალდს ვიყენებ აუცილებელი არაა) გადავუსვათ ბეზე, შემდეგ მეორე ფენა ისევ ბეზე და მესამე ფენას რო დავაფენთ გადავუსვათ თავზე წინასწარ მომზადებული თავსართი, დავჭრათ ფრთხილად სასურველ ფორმებად. შევდგათ ღუმელში მეორე პოზიციაზე 180 გრადუსი 25 – 30 წუთით.    (დასადებია ფოტო)

четверг, 26 марта 2015 г.

ჩიზქეიქი (No Bake)

ინგრედიენტები:

·         ორცხობილა (მე ვიყენებ იუბილენოეს) – 2 შეკვრა , 250 გრ
·         კარაქი – 150 გრამი
·         შაქარი – 90 გრამი
·         მდნარი ყველი Philadelphia (აუცილებლად  Philadelphia) – 2 შეკვრა
·         ტკბილი შედედებული რძე – 200 მლ
·         ლიმონის წვენი – 30 გრამი
·         ვანილის – 5 გრამი
·         მარწყვი  ან მალინა – 500 გრამი
·         ბალზამიკო – 15 გრამი

მომზადების წესი:

კარგად დავფხვნათ ორცხობილა, შემდეგ დავუმატოთ შაქარი და გამდნარი კარაქი და მოვურიოთ. მიღებული მასა ჩავდოთ ფორმაში და შევდგათ ღუმელში 5 წუთით.
ამასობაში კრემისათვის მიქსერით ავთქვიფოთ ყველი და ნელ-ნელა დავუმატოთ ტკბილი შედედებული რძე, ლიმონის წვენი და ვანილის ექსტრაქტი. მიღებული მასა დავასხათ ფორმებში განთავსებულ ცომს და მაცივარში შევდგათ 2.5 საათით.
          მარწყვი  ან მალინა, ჩავჭყლუტოთ,, დავუმატოთ1 სუფრის კოვზი შაქარი და 1 ჩაის კოვზი შავი ბალზამიკო  (ბალზამიკო არაა აუცილებელი , სპეციფიკურ გემოს აძლევს მე მომწონს) და დავდგათ ცეცზლზე წამოდუღებამდე. შემდეგ, მიღებული მასა გადავწუროთ საწურის დახმარებით და გავაციოთ. ბოლოს, მას მოვასხავთ მაცივრიდან გამოღებულ ჩიზქეიქს.

პ ა ს კ ა

ინგრედიენტები:

ცომისათვის 

კვერცხი 5 ცალი
შაქარი 250 გრ.
კარაქი 60 გრ.
არაჟანი 4 ჩ/კ 
ფქვილი 700 გრ. 

 აპორა

რძე 250 მლ.
დროჟი 4 ჩ/კ
ფქვილი 50 გრ.
შაქარი  1 ჩ/კ
მარილი მწიკვი

 სუნელები


      მუსკატი, მიხაკი, დარიჩინი, ჯავზი, ილი, კარდამონი (გემოვნებით, სურვილისამებრ შეგიძლიათ რომელიმე ინგრედიენტი ამოაკლოთ ან რომელიმე დაუმატოთ) ჩემს პასკას ეს ყველა სუნელი აქვს და კიდევ აქვს ერთი ლიმნის ცედარა, ყველა ამ სუნელს გავცრით და ვუმატებთ ერთ ჩაის კივზ ძალიან ძვირფას კონიაკს ან ვისკის თუ არ გვაქვს მაღალი ხარისხის ჯობია საერთოდ არ გამოვიყენოთ.
            ქიშმიში 200 გრ.

    მომზადების წესი:


       პასკის გამოცხობისთვის რამდენიმე დღით ადრე უნდა მოვემზადოთ, წინასწარ მოვიმარაგოთ ფორმები რაშიც უნდა გამოვაცხოთ, მომდევნო ბლოგში ფორმების ფოტოებსაც დავდებ. ერთი დღით ადრე გავარჩიოთ ქიშმიში, გავრეცხოთ და გავაშროთ.
           თუ ზუსტად ამ რეცეპტის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ გამოდის 1600 გრ, ცომი რაც საკმარისია 5 ცალი  ე. წ. გაროხის ფორმისათვის. მომზადებას ჭირდება ზუსტად 5 საათი. 
           პირველ რიგში ვამზადებთ აპორას   რძეს გავათბობთ, დავამატებთ დროჟს, ფქვილს, შაქარს და მარილს დავახურავთ ცელოფანს დავდგავთ თბილ ადგილას. ასაფუებლად დაჭირდება 15 - 20 წუთი.
                შემდეგ  კვერცხის გულებისაგან და შაქრისაგან მოვამზადოთ გოგლი მოგლი, დავუმატოთ არაჟანი. შევურიოთ წინასწარ გამზადებული სუნელები და ცედრა,  ქიშმიში  არა.
               გავადნოთ კარაქი.
               კვერცხის ცილები გავთქვიფოთ ცალკე ღრუბელივით.
               ფქვილი (700 გრ.) მოვათავსოთ მოსაზელ თასში დავასხათ აფუებული აპორა და დავიწყოთ ზელა, დავამატოთ გოგლი მოგლი ნელ ნელა არ ვამატებთ ფქვილს. როგრი ცომიც მოიზილება მოვაგუნდაოთ და შევაზილოთ ცილის ღრუბელი ფრთხილად  ამის შემდეგ დავაფაროთ ცელოფანი, სამზარეულოს ტილო, თბილი პლედი და დავდგათ თბილ ადგილას, ასაფუებლად დაჭირდება 1 სთ. და 30 წთ. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ გადავზილოთ და ფრთხილად შევაზილოთ წინასწარ გამდნარი კარაქი და ქიშმიში, მოვაგუნდაოთ ისევ და გავაჩეროთ იგივე პირობებში 1 სთ. დროის გასვლის შემდეგ ამოვაგუნდაოთ პატარა გუნდები ზეითუნის ზეთში დავისველოთ ხელი და ლამაზი გუნდები გამოვა  ასე მოვათავსოთ საცხობ ფორმებში ისე რომ დაიფაროს ფორმის 1/3 ნაწილი, აღნიშნულ გაროხის ფორმებში კარგი იქნება თუ მოვათავსებთ 350 გრ. ჩავრთოთ ღუმელი გასახურებლად, დაველოდოთ  30 - 40 წუთი ცომი ისევ ამოფუვდება და სურვილისამებრ გადავუსვათ კვერხის გული ან არ გადავუსვათ და შემდეგ თეთრი მინანქრით მოვრთოთ. ამასობაში ღუმელიც გახურდება ვაწყობთ პირველ პოზიციაზე, 160 - 170 გრადუსზე და ვაცხობთ 50 - 60 წუთი.  


მე გამომივიდა ქუდიანი პასკები 380 გრ - იანი გუნდები ჩავაწყვე, ჯობია 320- 350 გრამიანები უფრო ლამაზები გამოვა, ეს საცდელი წინასააღდგომო პასკა იყო. აღდგომის პასკებს კიდევ იხილავთ, !!!