ინგრედიენტები:
ცომისათვის
კვერცხი 5 ცალი
შაქარი 250 გრ.
კარაქი 60 გრ.
არაჟანი 4 ჩ/კ
ფქვილი 700 გრ.
აპორა
რძე 250 მლ.
დროჟი 4 ჩ/კ
ფქვილი 50 გრ.
შაქარი 1 ჩ/კ
მარილი მწიკვი
სუნელები
მომზადების წესი:
მე გამომივიდა ქუდიანი პასკები 380 გრ - იანი გუნდები ჩავაწყვე, ჯობია 320- 350 გრამიანები უფრო ლამაზები გამოვა, ეს საცდელი წინასააღდგომო პასკა იყო. აღდგომის პასკებს კიდევ იხილავთ, !!!
ცომისათვის
კვერცხი 5 ცალი
შაქარი 250 გრ.
კარაქი 60 გრ.
არაჟანი 4 ჩ/კ
ფქვილი 700 გრ.
აპორა
რძე 250 მლ.
დროჟი 4 ჩ/კ
ფქვილი 50 გრ.
შაქარი 1 ჩ/კ
მარილი მწიკვი
სუნელები
მუსკატი, მიხაკი, დარიჩინი, ჯავზი, ილი, კარდამონი (გემოვნებით, სურვილისამებრ შეგიძლიათ რომელიმე ინგრედიენტი ამოაკლოთ ან რომელიმე დაუმატოთ) ჩემს პასკას ეს ყველა სუნელი აქვს და კიდევ აქვს ერთი ლიმნის ცედარა, ყველა ამ სუნელს გავცრით და ვუმატებთ ერთ ჩაის კივზ ძალიან ძვირფას კონიაკს ან ვისკის თუ არ გვაქვს მაღალი ხარისხის ჯობია საერთოდ არ გამოვიყენოთ.
ქიშმიში 200 გრ.
პასკის გამოცხობისთვის რამდენიმე დღით ადრე უნდა მოვემზადოთ, წინასწარ მოვიმარაგოთ ფორმები რაშიც უნდა გამოვაცხოთ, მომდევნო ბლოგში ფორმების ფოტოებსაც დავდებ. ერთი დღით ადრე გავარჩიოთ ქიშმიში, გავრეცხოთ და გავაშროთ.
თუ ზუსტად ამ რეცეპტის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ გამოდის 1600 გრ, ცომი რაც საკმარისია 5 ცალი ე. წ. გაროხის ფორმისათვის. მომზადებას ჭირდება ზუსტად 5 საათი.
პირველ რიგში ვამზადებთ აპორას რძეს გავათბობთ, დავამატებთ დროჟს, ფქვილს, შაქარს და მარილს დავახურავთ ცელოფანს დავდგავთ თბილ ადგილას. ასაფუებლად დაჭირდება 15 - 20 წუთი.
შემდეგ კვერცხის გულებისაგან და შაქრისაგან მოვამზადოთ გოგლი მოგლი, დავუმატოთ არაჟანი. შევურიოთ წინასწარ გამზადებული სუნელები და ცედრა, ქიშმიში არა.
გავადნოთ კარაქი.
კვერცხის ცილები გავთქვიფოთ ცალკე ღრუბელივით.
ფქვილი (700 გრ.) მოვათავსოთ მოსაზელ თასში დავასხათ აფუებული აპორა და დავიწყოთ ზელა, დავამატოთ გოგლი მოგლი ნელ ნელა არ ვამატებთ ფქვილს. როგრი ცომიც მოიზილება მოვაგუნდაოთ და შევაზილოთ ცილის ღრუბელი ფრთხილად ამის შემდეგ დავაფაროთ ცელოფანი, სამზარეულოს ტილო, თბილი პლედი და დავდგათ თბილ ადგილას, ასაფუებლად დაჭირდება 1 სთ. და 30 წთ. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ გადავზილოთ და ფრთხილად შევაზილოთ წინასწარ გამდნარი კარაქი და ქიშმიში, მოვაგუნდაოთ ისევ და გავაჩეროთ იგივე პირობებში 1 სთ. დროის გასვლის შემდეგ ამოვაგუნდაოთ პატარა გუნდები ზეითუნის ზეთში დავისველოთ ხელი და ლამაზი გუნდები გამოვა ასე მოვათავსოთ საცხობ ფორმებში ისე რომ დაიფაროს ფორმის 1/3 ნაწილი, აღნიშნულ გაროხის ფორმებში კარგი იქნება თუ მოვათავსებთ 350 გრ. ჩავრთოთ ღუმელი გასახურებლად, დაველოდოთ 30 - 40 წუთი ცომი ისევ ამოფუვდება და სურვილისამებრ გადავუსვათ კვერხის გული ან არ გადავუსვათ და შემდეგ თეთრი მინანქრით მოვრთოთ. ამასობაში ღუმელიც გახურდება ვაწყობთ პირველ პოზიციაზე, 160 - 170 გრადუსზე და ვაცხობთ 50 - 60 წუთი.
მე გამომივიდა ქუდიანი პასკები 380 გრ - იანი გუნდები ჩავაწყვე, ჯობია 320- 350 გრამიანები უფრო ლამაზები გამოვა, ეს საცდელი წინასააღდგომო პასკა იყო. აღდგომის პასკებს კიდევ იხილავთ, !!!

Комментариев нет:
Отправить комментарий