ინგრედიენტები:
·
ორცხობილა (მე ვიყენებ იუბილენოეს) – 2 შეკვრა ,
250 გრ
·
კარაქი – 150 გრამი
·
შაქარი – 90 გრამი
·
მდნარი ყველი Philadelphia (აუცილებლად Philadelphia) – 2 შეკვრა
·
ტკბილი შედედებული რძე – 200 მლ
·
ლიმონის წვენი – 30 გრამი
·
ვანილის – 5 გრამი
·
მარწყვი ან მალინა – 500 გრამი
·
ბალზამიკო – 15 გრამი
მომზადების წესი:
კარგად დავფხვნათ ორცხობილა, შემდეგ დავუმატოთ შაქარი
და გამდნარი კარაქი და მოვურიოთ. მიღებული მასა ჩავდოთ ფორმაში და შევდგათ ღუმელში
5 წუთით.
ამასობაში კრემისათვის მიქსერით ავთქვიფოთ ყველი და
ნელ-ნელა დავუმატოთ ტკბილი შედედებული რძე, ლიმონის წვენი და ვანილის ექსტრაქტი. მიღებული
მასა დავასხათ ფორმებში განთავსებულ ცომს და მაცივარში შევდგათ 2.5 საათით.
მარწყვი ან მალინა, ჩავჭყლუტოთ,,
დავუმატოთ1 სუფრის კოვზი შაქარი და 1 ჩაის კოვზი შავი ბალზამიკო (ბალზამიკო არაა
აუცილებელი , სპეციფიკურ გემოს აძლევს მე მომწონს) და დავდგათ ცეცზლზე წამოდუღებამდე.
შემდეგ, მიღებული მასა გადავწუროთ საწურის დახმარებით და გავაციოთ. ბოლოს, მას მოვასხავთ
მაცივრიდან გამოღებულ ჩიზქეიქს.
Комментариев нет:
Отправить комментарий