ინგრედიენტები
- კვერცხი 6 ცალი
- მარგარინი 400 გრ.
- ფქვილი 6 ჩაის ჭიქა
- შაქარი 2 ჩაის ჭიქა
- ნიგოზი 200 გრ.
- ქიშმიში1 ჩაის ჭიქა
- არაჟანი 1 ჩაის ჭიქა
- მიხაკი 0.5 ჩ/კ
- დარიჩინი 0.5 ჩ/კ
- ვანილი 5 გრ.
- მარილი მწიკვი
- კვერცხი 2 ცალი
- არაჟანი 2 ჩ/კ
მომზადების წესი
ცომი
- გავადნოთ მარგარინი, გავთქვიფოთ კვერცხის გულები დავამატოთ არაჟანი და მიღებული მასა ჩავასხათ ფქვილში, მოვზილოთ ფაფუკი, მსუბუქი ცომი. ცომი გავყოთ სამ ნაწილად და შევდგად
მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათი.
ბეზე
- მიქსერით ავთქვიფოთ კვერცხის ცილა კარგად
რომ ამოფუვდეს მწიკვი მარილი დაუმატეთ, როცა მიიღებს ღრუბელის ფორმას ნელ-ნელა შევათქვიფოთ
შაქარი, და ვთქვიფოთ დიდ ხანს სანამ არ გახდება მკვრივი კონსისტეციის, დავუმატოთ ქიშმიში, ნიგოზი, მიხაკი, დარიჩინი და ვანილი და ბეზეს კრემიც მზადაა ...
თავსართი
- 2 კვერცხის გული 2 ჩაის კოვზი არაჟანი კარაგდ
გავთქვიფოთ.
გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე
გავაბრტყელოთ ცომი დავაფინოთ პირველი ფენა ფქვილმოყრილ
ჟარონაზე (მე საცხობ ქაღალდს ვიყენებ აუცილებელი არაა) გადავუსვათ ბეზე, შემდეგ მეორე
ფენა ისევ ბეზე და მესამე ფენას რო დავაფენთ გადავუსვათ თავზე წინასწარ მომზადებული
თავსართი, დავჭრათ ფრთხილად სასურველ ფორმებად. შევდგათ ღუმელში მეორე პოზიციაზე
180 გრადუსი 25 – 30 წუთით. (დასადებია ფოტო)

Комментариев нет:
Отправить комментарий